"ტორინო" კვარაცხელიასთვის იბრძოლებს - რა ეტაპზეა მოლაპარაკებები?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში რამდენიმე გუნდის სახელთან აქტიურად აკავშირებენ. 

TMW-ს ცნობით, იტალიური "ტორინოს" მიზანი მომდევნო სატრანსფერო ფანჯარაზე სწორედ კვარაცხელია იქნება. ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, მარკო ჯამპაოლო ხვიჩას სათამაშო სტილით მოხიბლულია და მისი გუნდი ახალგაზრდა ტალანტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

სერია ა-ში ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ, "ტორინოს" მხოლოდ ერთი ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზე იმყოფება. 

იტალიურ მედიაში კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ პირველად სწორედ დღეს დაიწერა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხვიჩას ტალანტი მაქსიმალურად მხოლოდ ინგლისის ჩემპიონატში გამოჩნდება!
გიო
01 ნოემბერი 2020 14:37
0
გაგიჭირდება ჯიმა იტალიაში,ვინ მოგცემს იქ მაგხელა ზონებს,არ უყურებ მაგათ ჩემპიონატს? კალაძე დამცველი იყო და გაქაჩა და მჭედლიძეს ფორმაშიც უჭირდა იქ თამაში. იტალიაში რონალდოს მოტყუებულიც 1-2 მახსენდება და არ აიტკიო აუტკივარი თავი,დარჩი ჯერ მანდ,კარგად ხარ სადაც ხარ.1 წლის მერე წადი მაქედან მხოლოდ ევროპაში.
ზვამბა
31 ოქტომბერი 2020 15:28
0
რა ტორინო, თუ დოტმუნდის ვარიანტია
zaza
31 ოქტომბერი 2020 14:16
3
მხოლოდ რეალზე, ბარსაზე, მიუნხენის ბაიერნზე და მილანზე ვარ თანახმა! არა, არც მანჩესტერ იუზე? არც სიტიზე, არც აიაქსზე, არც პსჟ... მხოლოდ ზემოთა ოთხზე!
aburjga
31 ოქტომბერი 2020 12:44
0
ევროპის ჩემპიონატი ითამაშოს და მერე ნახე შენ მსურველები რეალი ვინიციუს გადააკვდა კაცს ვერ ატყუებს და კვარას რო ნახავენ გააფანატებენ
ევროპაა
31 ოქტომბერი 2020 12:20
1
ხვიჩა ტექნიკური ფეხბურთელია და დიდ წარმატებას სწორედ იმ ჩემპიონატში მიაღწევს სადაც ტექნიკას პატივს სცემენ. თუმცა რუსეთში თამაშით დიდ გამოცდილებას იძენს მკაცრ მცველებთან სათამაშოდ.
ჟორა
31 ოქტომბერი 2020 09:52
0
გასავარდნ გუნდში, სადაც არ უნდა იყოს და რა სახელიც არ უნდა ერქვას, არ უნდა წახვიდე და მორჩა.
saba
31 ოქტომბერი 2020 09:13
1
ხვიჩამ ტრანსფერი არ უნდა იჩქაროს... წარმატებას ვუსურვებ ხვიჩას და საქართველოს 12 ნოემბერს!!!
tngh
31 ოქტომბერი 2020 09:13
0
დავაი, აურიეთ ამასაც ტვინი. იმდენი წერეთ, სანამ არ დაიჯერებს, რომ მართლა დორტმუნდის და ტორინოს დონის ფეხბურთელია და არ შეწყვეტს ვარჯიშს!!!
Modric
31 ოქტომბერი 2020 04:43
4
ხვიჩა, რუბინში იმდენი უნდა გააკეთო რომ ტორინოზე უკეთეს გუნდში უნდა გადახვიდე
კრაზანა
30 ოქტომბერი 2020 21:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული