"ტუტოსპორტის" ცნობით, თავდამსხმელმა ჯოვანი სიმეონემ შეიძლება "ნაპოლი" დატოვოს.
რადგან დუვან საპატამ ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვერ ითამაშებს, "ტორინოს" მისი შემცვლელი სჭირდება და სიმეონეს კანდიდატურას განიხილავს.
ნეაპოლური" კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა 29 წლის არგენტინელი 15 მილიონ ევროდ გაყიდოს. თავად სიმეონეც არ უნდა იყოს გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი, რადგან რომელუ ლუკაკუს პირველი შემცვლელი ჯაკომო რასპადორია და თამაში იშვიათად უწევს.
"ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე სიმეონეს გასხვისებაზე თანახმაა.