კვარაცხელიას საგოლე პასი - ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "რუბინმა" ყაზანში 3:1 დაამარცხა ტულის "არსენალი".

მასპინძელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, აქტიური იყო და 33-ე წუთზე საჯარიმოში დრიბლინგისას გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯს უთხრა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 53-ე წუთზე კი სოლტმურად ბაკაევს საგოლე პასი გაუკეთა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა მცველმა გია გრიგლავამ.

"რუბინი" 21 ქულით მე-6 ადგილზეა და 8 ნოემბერს მოსკოვის ოლქში "ხიმკის" დაუპირისპირდება.

alt

- ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />"გვაცალეთ ჩვენს ნაძვის ხეზე ამ ძვირფასი სათამაშოს ყურება!" - რუსი სპეციალისტები ხვიჩას აფასებენ
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოუმატა ხვიჩამ დაცვაშიც, როგორც პალიჩმა უთხრა მესიც კი თამაშობს დაცვაშიო. ქგგალე ხვიჩა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
31 ოქტომბერი 2020 23:06
1
კვარას მეტი საგოლე გადაცემა ეკნებოდა მაგრამ ვერ იყენებენ სატანადოდ მის საგოლე გადაცემებს
ვატო ჩიკოვანი
31 ოქტომბერი 2020 22:26
2
სუფთა გენიოსია! ეს კახი ასათიანს და დავით ყიფიანსაც შეშურდებოდათ! თანაც 19 წლის ასაკში?! ღმერთო დალოცე ხვიჩა კვარაცხელია!
aburjga
31 ოქტომბერი 2020 22:13
0
პირველი ტაიმის ბოლო10 წუთი და მეორე ტაიმი ვნახე,მერე კი,გოლებიც,პირველ ტაიმში.მთელი თამაში ვტკბებოდი ჯერ ხვიჩას თამაშის ყურებით და მერე,კომენტატორის მოსმენით.მეორე გოლის ეპიზოდშიც ხვიჩამ აართვა მეტოქეს ბურთი და წამოიწყო შეტევა,მერე პასი ცენტრისაკენ,იქიდან დესპოტოვიჩზე გააგრძელეს პასი და მანაც შესანიშნავი ჩახვეულით გაიტანა შორეულ კუთხეში.კომენტატორის სიტყვებით,ხვიჩას გუნდში ალბათ ყველაზე მეტი ართმევა და ჩაჭრა ჰქონდა რუბინში.ერთი სიტყვით,დაცვაშიც შესანიშნავად ითამაშა
სოსო
31 ოქტომბერი 2020 20:40
0
გაიხარე მადლობა ყურადღებისთვის,
გაუმარჯოს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ხვიჩასთან ერთად
ირაკლიუსი
01 ნოემბერი 2020 03:45
0
ტელეგო 919. კომ/მატჩ -ტვ-2.ჰტმლ.ეს მოძებნე ირაკლი,ოღონდ ლათინური შრიფტით.მე ლათინურით ვკრეფ,მაგრამ პოსტებში რატომღაც, მაინც ქართულად მიწერს.მერე იქ მორბენალ სტრიქონზე სხვადასხვა სპორტული არხებია და რომელზეც დააწკაპებ,ის ჩაირთვება.გადაცემათა პროგრამებიც აქვს,უმეტეს არხებს,მთელი კვირისა.ჩვეულებრივი არხებიც არის იქვე და თან უფასოდ.მეკობრული საიტია მგონი,უფასოა და მეც რას ვკარგავ.ჰო კიდევ,რომ დააფიქსირებ,შენს ფეისბუკ გვერდზე გააზიარე,რომ შენახული გქონდეს და თუ საიტი აკრძალეს,სხვა სახელზე რომ გადავლენ,შენი ბმულით იპოვი იმ ახალსაც.წარმატებები.
სოსო
31 ოქტომბერი 2020 23:08
0
ყველა გამოხმაურება
ამ სიმახინჯეს, ჩვენს ანგელოსთან რა უნდა,მაგის.........
დ.დ.
31 ოქტომბერი 2020 20:21
2
იუვესთან მესის მიერ გაკეთებულ პასზე უკეთესი თუ არა ნაკლები არ იყო.
ასე მგონია.
31 ოქტომბერი 2020 19:57
0
პასი არ იცის,დრიბლინგით ზედმეტად ერთობაო?! 60 მეტრიანი პასით მეორე ფლანგზე ბურთი ფეხზე დაასვა კაცს.როცა ეხსნებიან და სწორ პოზიციაში არიან პარტნიორები,ყველაფერს სწორად აკეთებს ეს ბიჭი.ჯანმრთელობა და წარმატებები!!!
ნუკრი
31 ოქტომბერი 2020 19:13
0
შემდეგი ვიშე კლასი კვარას შესრულებით ♥️ ასე გააგრძელე ხვიჩიკოოოო
ლშ
31 ოქტომბერი 2020 18:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული