კვარაცხელიას საგოლე პასი - ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში "რუბინმა" ყაზანში 3:1 დაამარცხა ტულის "არსენალი".

მასპინძელთა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, აქტიური იყო და 33-ე წუთზე საჯარიმოში დრიბლინგისას გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯს უთხრა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 53-ე წუთზე კი სოლტმურად ბაკაევს საგოლე პასი გაუკეთა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა მცველმა გია გრიგლავამ.

"რუბინი" 21 ქულით მე-6 ადგილზეა და 8 ნოემბერს მოსკოვის ოლქში "ხიმკის" დაუპირისპირდება.

alt

- ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია [VIDEO]" style="height: 50px; width: 50px;" />"გვაცალეთ ჩვენს ნაძვის ხეზე ამ ძვირფასი სათამაშოს ყურება!" - რუსი სპეციალისტები ხვიჩას აფასებენ
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოუმატა ხვიჩამ დაცვაშიც, როგორც პალიჩმა უთხრა მესიც კი თამაშობს დაცვაშიო. ქგგალე ხვიჩა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
23:06 31-10-2020
1
კვარას მეტი საგოლე გადაცემა ეკნებოდა მაგრამ ვერ იყენებენ სატანადოდ მის საგოლე გადაცემებს
ვატო ჩიკოვანი
22:26 31-10-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული