კვარაცხელია გაზაევმა ისევ შეიყვანა ტურის სიმბოლურში

AutoSharing Option
ვალერი გაზაევმა რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის სიმბოლური გუნდი championat-ისთვის შეადგინა და მასში "რუბინის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

"ხვიჩა "არსენალთან" მატჩში მომეწონა. ისევ კარგად მოქმედებდა მეტოქეებთან ერთი-ერთზე, თავის ფლანგზე სიტუაციას ამწვავებდა", - წერს გაზაევი.

"რუბინმა" "არსენალი" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა, ხვიჩა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაზაევს უყვარს ტექნიკური ფეხბურთელები. თვითონაც სწრაფ ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდა
ალეკო
02 ნოემბერი 2020 19:54
0
1995-ში გახდა ალანია რუსეთის ჩემპიონი. მაშინ არც დემეტრაძე და არც კობიაშვილი არ იყვნენ მაგ გუნდში სამაგიეროდ ნახევარი გუნდი ქართველებით იყო დაკომპლექტებული, შელია, ცხადაძე, თეთრაძე, ყაველაშვილი, ბახვა თედეევი ქართული ფეხბურთის აღზრდილი... კარგი გუნდი, ყავდა მაშინ ალანიას.
Gio
03 ნოემბერი 2020 03:46
0
გაზაევს ქართული ფეხბურთი უყვარს დინამოში ხო თამაშობდა და კობიაშვილმა და დემეტრაძემაც შეაყვარა ქართველები ალანიაში გაზაევის დროს თამაშობდნენ და 199წელსაც ქე გახდნენ ჩემპიონები
გიორგი
02 ნოემბერი 2020 20:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული