ხვიჩა "სევილიაში"? შეიძლება იგივე მოხდეს, რაც მირანჩუკს "ატალანტაში" შეემთხვა - რუსი კომენტატორი

AutoSharing Option
"მატჩ ტვ"-ის კომენტატორმა სტანისლავ მილინმა sportbox-თან ინტერვიუში ყაზანის "რუბინის" ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"ხვიჩას "სევილიაში" ტრანსფერი სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია, რადგან კვარაცხელიას ევროპული დონის პოტენციალი აქვს. კიდევ ერთი ფაქტორია, მიმდინარე სეზონში ოკამპოსის შედეგიანობა ძალიან დაეცა და წინა წლის ჩრდილიც არ არის, საკუთარ თავს არ ჰგავს, არადა, შარშან ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენაფლანგელი იყო. ახლა ტრავმა ბოლომდე ვერ მოიშუშა.

შემიძლია ხვიჩა "სევილიას" მარცხენა ფლანგზე წარმოვიდგინო, თუმცა მთავარია, რა დრო დაეთმობა მას. ამ გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. იმაზე ვლაპარაკობ, რატომაც მირანჩუკი "ატალანტაში"
ვერ თამაშობს. ზუსტად იგივე რამ შეიძლება განმეორდეს ხვიჩას შემთხვევაში. მას ახალ ჩემპიონატთან, განსხვავებულ რიტმსა და ფეხბურთთან შეგუება მოუწევს. ამ ყველაფერში ფიოდორ სმოლოვი სულ ცოტა ხნის წინ დარწმუნდა.

თუმცა ხვიჩა ფიოდორზე გაცილებით ახალგაზრდაა. ქართველი ფეხბურთელად ახლა ყალიბდება. თუ ევროპულ კლუბში ახლა გადავა, შესაძლებელია, ეს პროცესი დაჩქარდეს.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეტევის მარცხენა ფლანგზე "სევილიას" ახალგაზრდა ტალანტი ჰყავს. ეს ბრაიან ჰილი გახლავთ, რომელიც "ეიბარშია" განათხოვრებული და გუნდის ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა და განვითარება შეუძლია. ეს ყველაფერი, ჯამში, ხვიჩასთვის საინტერესო, კონკურენტულ და საკმაოდ რთულ პირობებს ქმნის", - თქვა მილინმა.


მკითხველის კომენტარები / 15 /
უმნიშვნელოვანეს თამაშამდე ერთი კვირა დარჩა... შევიკავოთ თავი და ნუ ავუბნევთ თავგზას ადეთი თემების განსჯით. წარმატებები ხვიჩა!!!
ქართველი888
18:35 05-11-2020
3
იგივე მირანჩუკის ქართველი და ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი რომ იყოს ვურჩევდი ლოკომოტივში დარჩენას. ჯერ ერთი რუსეთის ლიგა ტოპ 5-ის შემდეგ ევროპაში საუკეთესოა. მეორეც, ლოკომოტივი მუდმივად ჩემოიონობისთვის/თასისთვის იბრძვის, ერთერთი ფავორიტია და ჩლ-შიც სისტემატიურად გამოდის. მეტიც მაგალითად ევროპა ლიგაზე უმაღლესი მიზნებისთვის შეუძლია ბრძოლა რაც არაერთხელ დაამტკიცეს ცსკამ, ზენიტმა და იგივე ლიკომ. მესამე მიზეზი ანაზღაურებაა. პირადად მირანჩუკი ხელფასის ორჯერ შემცირებაზე დათანხმდა იტალიაში გადასასვლელად. მიზეზი 4. თავის კლუბში და ქვეყანაში მირანჩუკი უკვე ლეგენდა იყო და კლუბში დარჩენით ამ სტატუსს საბოლოოდ განიმტკიცებდა. კარიერის დასრულების შემდეგ არც სამუშაო ადგილის ძებნა მიუწევდა. საკუთარ ძმასთან ერთად კლუბის ხელმძღვანელობაში გადაინაცვლებდა. და რა მიიღო სანაცვლიდ? მაქსიმუმ შეცვკაზე თამაში უკვე დასრულებულ მატჩებში სადაც გოლიც კი გაიტანს მაგრამ დაწინაურებას მაუნც არავინ უოირებს. უცხო გარემო, ოჯახს, ტყუპუსცალს და ახლიბლებს მოწყვეტილი, უცხო კულტურის და ენის გარემოში... ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაირთულებს ადაპტაციას და მიუხედავად იმისა რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის დიდი ალბათობით 1 წელიწადში ჯერ ისევ ევროპაში ცდის ბედს ოღონდ ერთი საფეხურით დაბალ დონეზე მაგალითად სადმე ბოლონიაში, ჯენოაში ან ვესტ ბრომვიჩში და საბოლოო გულაცრუების შემდეგ, გვარიანად შესუსტებული სადმე მოსკოვის დინამოში ამოყოფს თავს სადაც სსკუთარი ქმედითუნარიანობის ხელახლა დამტკიცება მოუწევს.

ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია რომ ხვიჩაზე გადავიტანო კოპი ფეისტით. პირიქით, ამ ბიჭს ყვეკაზე მნიშვნელოვანი რაც აქვს არა უსაზღვრო ტალანტი არამედ ამ ასაკისთვის გასაოცარი პროფესიონალიზმია! ხვიჩა ყველგან შეძლებს თავის დამკვიდრებას და ეს მაშინ დაამტკიცა როდესაც რუსთავიდან რუსეთის ჩემოიონ გუნდში აღმოჩნდა. მაშინ დონეებს შორის ცა და დედამიწასავით განსხვავება იყო და ახლა ამხელა ნახტომის გაკეთება აღარ დასჭირდება რომელ ლიგაშიც არ უნდა მიხვდეს. ვიმეორებ რუსეთი ტოპ 5-ს ყველაზე მეტადაა მიახლოვებული. მეტიც ხვიჩას უკვე შეუძლია უმაღლეს ეშელონში თავის წარმოჩენა. დამეთანხმება მცოდნე ხალხი რომ სევილია და ფორტმუნდი მაინც მეორე ეშელონია. თუმცა მისთვის ალბათ ყველაზე ხელსაყრელი ასეთი სცენარი იქნება. სეზონის ბოლომდე რუბინში (სლუცკის დარჩენის პირობებში), შემდეგ მეორე ეშელონი და უმაღლრსი ეშელონის კლუბების მთავარი მომმარაგებელი ბოლო ათწლეულში დორტმუნდის ბორისია და კიდევ 2 წელიწადში, 22 წლის ასაკში ოცნების ახდენა და რეალ მადრიდი!
ზაზა
18:52 05-11-2020
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული