დიბალა დვალის ავტოგოლის მის გოლად ჩათვლას ითხოვს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში "იუვენტუსმა" ბუდაპეშტში 4:1 დაამარცხა "ფერენცვაროში". მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა. 82-ე წუთზე მორიგი შეცდომა დაუშვა "ფერენცვაროშის" მეკარე დენეს დიბუშმა. "იუვეს" თავდამსხმელ პაულო დიბალას ცარიელ კარში დარტყმული ბურთის მოგერიება დვალმა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, ფეხი წაარტყა და ავტოგოლი ჩაეთვალა.

დიბალამ თავისი "ტვიტერით" უეფას მიმართა: "იქნებ დღევანდელი დუბლი დამიბრუნოთ, რათა ვიზეიმო".

არგენტინელი "იუვეს" ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე უკანასკნელ 6 სეზონში გაიტანა გოლები.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ, კანავარო...
buba
10 ნოემბერი 2020 07:13
0
ქართველი ფეხბურთელების უმეტესობა მხრებში მოხრილი რატო დაბანძალებს? :/
ჰჰი
05 ნოემბერი 2020 21:52
3
საბაშვო მწვრთვნელების ბრალია ბევრი ქართველი ფეხბურთელი სასაცილოდ დარბოდა და დარბის ქიქნლაძე, ყენია, დავითაშვილი
რობი
06 ნოემბერი 2020 15:47
0

სიახლეები პოპულარული