დავუჭიროთ მხარი შოთა არველაძეს!

AutoSharing Option
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის ვებგვერდზე აზიის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელის გამოსავლენად გამოკითხვა მიმდინარეობს და 4 საუკეთესო დამრიგებელს შორის შოთა არველაძეც არის.

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელი გამოკითხვაში მეორე ადგილს იკავებს და "პერსეპოლისის" თავკაც იაჰაია გოლმოჰამადის ჩამორჩება.


მკითხველის კომენტარები / 16 /
ადმინ,იქნებ ცოტა გასაგებად აგვიხსნათ?ინგლისური არ ვიცი და სტატიის ბოლოს,ჩამონათვალიც ვერსად ვნახე.
სოსო
12 ნოემბერი 2020 11:22
1
კობას.მე როცა ვეცადე,ტექსტი ინგლისურად იყო და ბოლოში ასარჩევი ჩამონათვალიც არ გამოდიოდა.ახლა ფეისბუკზე ვნახე რუსული ტექსტით და შესაბამისი სიით,მაგრამ ხმის მიცემა დაუსრულებიათ.სამწუხაროდ ვერ შევძელი,შოთის დახმარება.აქ დახმარებაზე და გოიმობაზე რომ ლაპარაკობენ ზოგიერთები,სომხები ამერიკიდან,ევროპიდან თუ საფრნგეღიდან ეხმარებიან თავის თანამემამულეებს,ებრაელებს,მათი რჯულის წიგნი,"თორა" პირდაპირ სთხოვს,თუ ენს თანამემამულეს გაუჭირდა,ყველაფერი გაყიდე,ყველაფერი იკადრე და დაეხმარე მასო.ჩვენ ხმის მიცემით რომ დავეხმაროთ,ჩემთვის საყვარელ ფეხბურთელს და პიროვნებას,რატომაა გოიმობა?სხვები თქვენ გგონიათ სხვა ნიშნით ირჩევენ რჩეულს?საბჭოთა კავშირის დროს,რუსულ ტელევიზიაში ბავშვთა იუმორისტული ჯურნალი,"იარალაში გადიოდა და ერთი გამოშვება მახსოვს...მოდიან მოსკოვის სპარტაკის გულშემატკივარი ბიჭები და კედელზე სწერენ,მოსკოვის სპარტაკი,საბჭოთა კავშირის ჩემპიონია.სპარტაკი მართლაც ერთერთი ლიდერი იყო საბჭოთა ფეხბურთის.იქვე კედელზე წარწერაა,კიევის დინამო,ჩემპიონია.ისიც ლიდერია.ბიჭებმა ჩაიარეს,გამოვიდა საიდანღაც პატარა ბიჭი,ხაზი გადაუსვა ორივე წარწერას და ზედ წააწერა,პახტაკორი სსრკს ჩემპიონია.პახტაკორი,მუდმივად აუტსაიდერი და ლიგიდან გავარდნის კანდიდატი იყო.ასეა,ყველას თავისი უყვარს და ურჩევნია.
სოსო
14 ნოემბერი 2020 13:31
0
მანდ რომ შეხვალ ჩამოფურცლე დაბლა. და ოთხივე კანდიდატი იქნება და სადაც Shota Arveladze წერია უნდა დააკლიკო. ხმას რომ მისცემ მერე გიჩვენებს რამდენი პროცენტი აქვს შოთის.
Koba
12 ნოემბერი 2020 12:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული