"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი

AutoSharing Option
"კოლო კოლოს" ფეხბურთელმა არტურო ვიდალმა ტონი კროოსის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ევრო 2024-ის შემდეგ საფეხბურთო კარიერას ოფიციალურად დაასრულებს.

ვიდალის თქმით, როდესაც ის და კროოსი "ლევერკუზენში" თანაგუნდელები იყვნენ, გერმანელმა მისგან ბევრი რამ ისწავლა.

"მე და ტონი კროოსი ერთად "ლევერკუზენში" ვთამაშობდით. მან ჩემგან ძალიან ბევრი ისწავლა. ერთად ორი წელი გავატარეთ. პირველ წელს მოედანზე ცოტა დროს ატარებდა.

ის "ბაიერნიდან" იჯარით მოვიდა და უამრავი რამ ავუხსენით. ტექნიკურად ძალიან კარგი იყო, მაგრამ ბურთის დამუშავება უჭირდა. მე და რენატო აუგუსტომ ბევრი რამ
ვასწავლეთ, ნახევარდაცვაში ჩვენმა სამეულმა კი კინაღამ ბუნდესლიგა მოიგო", - გაიხსენა ვიდალმა As-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, კროოსი და ვიდალი "ლევერკუზენის" ღირსებას ერთად 2009/2010 წლებში იცავდნენ.

altარტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]

altრა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო

მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო კროოსმა? მესიმაც ბევრი ისწავლა იმ პერიოდში ბარსაში რომ იყავი, რონალდუ კიდე შენს ვიდეოებს დღესაც უყურებს
მამუკა
22:39 28-06-2024
0
დაახლოებით ისე ყიფიანმა. რომ ისწავლა გავრილოვისგა.DDDD ანუ კროოს იგრაეტ პო ვიდალსკი.DDDD
რრრ
18:52 28-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული