ჯიქიამ საქართველოში მიწის ნაკვეთი შეიძინა. რატომ აირჩია რუსეთის ნაკრები? - ჯანო განმარტავს

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ Sport24"-თან ინტერვიუში "სპარტაკზე", ხვიჩა კვარაცხელიასა და თავის მეგობარ გიორგი ჯიქიაზე ისაუბრა.

- მელქაძემ აღიარა, რომ როდესაც მოედანზე გადიოდა, უყვიროდნენ: "წადი, საზამთროები გაყიდე!"
- ასეთ რამეებს ყურადღება არ უნდა მიაქციო. რამდენი ფეხბურთელი იყო "სპარტაკში", რომლებიც "კუბანში", კრასნოდარსა" და მსგავს გუნდებში ფეერულად თამაშობდნენ, მოდიოდნენ "სპარტაკში" და არაფერი გამოსდიოდათ. ყველამ იცის, რომ "სპარტაკი" სულ სხვაა. უზარმაზარი ზეწოლის გამო აქ თამაში ძნელია. არც "ზენიტში" და არც ცსკა-ში ასეთი რამ არაა, ვინაიდან ეს სახალხო გუნდია და შენ შენი ყოველ მატჩში უნდა დაამტკიცო. უბრალოდ
უნდა გესმოდეს, რომ გულშემატკივრებიც ემოციებზე არიან და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ რაღაც წამოაყრანტალონ. ამაზე ყურადღების მიქცევა საჭირო არ არის.

- ხვიჩაზე რას ფიქრობ? ახლა ის მართლა ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია?
- როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემით ლონდონის "არსენალი" იყო დაინტერესებული. ჩემი თამაშის სანახავადაც კი ჩამოვიდნენ. დიახ, ხვიჩა ძალიან ნიჭიერია, აქვს ის სათამაშო თვისებები, რაც ბევრს არ გააჩნია. თავადაა საკუთარი თავის მოტივატორი. პირადად ვიცნობ, თავმდაბალია, მაგრამ ყველაზე მთავარია, ტრავმების გარეშე გააგრძელოს თამაში. აქ გიორგი ჩაკვეტაძის მაგალითია. თავი წარმოაჩინა, ბელგიაში მოხვდა, მასში "დორტმუნდი" 20 მილიონს იხდიდა, მაგრამ არ გაუშვეს. შემდეგ ტრავმა მიიღო და ჯერ არ ჩანს. თუ ხვიჩა ისევე ითამაშებს, როგორც ახლა, ტრავმების გარეშე და გამართლებით, დარწმუნებული ვარ, ტოპ 5-ის დონეზე შეძლებს თამაშს. ორი სეზონის მერე თავისუფლად შეუძლია პირობითად "სევილიაში" ან "ვალენსიაში" მოხვდეს. მას მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ - ბევრი რამის უნარი აქვს.

- შენმა მეგობარმა გიორგი ჯიქიამ რატომ გადაწყვიტა რუსეთის და არა საქართველოს ნაკრებში თამაში? მაგალითად, კვირკველიამ ისტორიული სამშობლო აირჩია...
- ამაზე ჯიქიას ირონიულად ვეხუმრები. კვირკველია საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა, გიორგი კი მოსკოვში დაიბადა, აქ სწავლობდა. მისი გაგება შეიძლება, არავინ არ ადანაშაულებს. მოსკოვმა ყველაფერი მისცა, ამიტომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ასევე არ შეიძლება არ დავივიწყოთ ლეგიონერებზე ლიმიტი. ამიტომ მე ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. მე და საბა საქართველოში დავიბადეთ, იქ ვართ ბავშვობიდან და სწორი არ იქნებოდა, რომ რუსეთის ნაკრებში გვეთამაშა. ამასთან, არის კიდევ ერთი რამ, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. ამაზე თვითონ ჯიქია მომიყვა.

- რომელი ამბავი?
- როდესაც "ამკარში" თამაშობდა, საქართველოდან არავინ დაურეკა. როგორც კი "სპარტაკში" აღმოჩნდა, მაშინვე დაიწყეს მასთან რეკვა. ეს არასწორია. თუ შენ ქართული გვარი გამორჩეულთა შორის დაინახე, მაშინვე უნდა გამოხატო დაინტერესება. ამიტომ თქვა ჯიქიამ, რომ რჩება და იქ ითამაშებს, სადაც გაიზარდა. ადგილზე, რომელმაც მას არსებითად ყველაფერი მისცა. თუმცა საქართველოში მიწის ნაკვეთი შეიძინა.

- შენი ხელშეწყობით?
- დიახ. მე ვუთხარი: აქ კარგი მიწის ნაკვეთია, იყიდება, შენ ბევრი ფული გაქვს, შეიძინე რაღაც, ჰა-ჰა. ჰოდა, იყიდა. აქ შემდეგ სახლის აშენება უნდა. მეგრელია, ფიქრობს, შემდეგ რა იქნება. ვნახოთ, შეიძლება მომავალში საქართველოში იცხოვროს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ვის რა ფეხებად უნდა მაგის საქართველოში ცხოვრება..
zaza
17 ნოემბერი 2020 22:31
23
ვინც ამაზე წერს , ის უგუნურად აპიარებს ჯიქიას და მე მას ჟურნალისტს ვერ ვუწოდებ. სირცხვილია, რასაც აკეთებს!
: )))))))
17 ნოემბერი 2020 23:22
12
ჯიქია კარგი ფეხბურთელია ვისურვებდი,რომ საქართველოს ნაკრები აერჩია,მაგრამ რუსეთი ამჯობინა ეს მისი გადაწყვეტილება იყო სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა იქამდე იყო აკაკი გოგიას ამბავი რომელმაც ასევე უარითქვა და ახლა არის რამდენიმე კარგი ფეხბურთელი რომლებიც ნამდვილად გაძლიერებს ჩვენს ნაკრებს მიქაუტაძე და მარადიშვილი ეს ორი განსაკუთრებულად დარწმუნებული ვარ ევროპაზე რომ გავსულიყავით მერე უფრო რეალური გახდებოდა ამ ბიჭების ჩამოყვანა მაგრამ ახლა ძალიან მცირე შანსია ერთი მიზეზი ეს ევროპის ჩემპიონატზე ვერ გასვლა და მეორე ის რო ფაქტიურად საქართველოს ფეხბურთისვფედერაცია არის უბრალოდ საძმო იქ არ არიან პროფესიონალები და მაგათი ვინმეს აქ ჩამოყვანის მე არ მჯერა და თან ამ ბიჭებს აქვთ იმ ქვეყნების ნაკრებებში თამაშისბპერსპექივა სადაც ცხოვრობენ. ჩვენი ნაკრები სუსტია ვერ გადის ვერსად დ ლიგიდანაც კი ფედერაცია არაპროფესიონალებით და ნეპოტიმით დასაქმებული კაცების საძმოა და აქ ვინ ჩამოაა??
გიო
18 ნოემბერი 2020 02:26
3
გვაკლია აქ ჩვენ მოღალატეები ესეც რო არ მუემატოს.
გულშემატკივარი
17 ნოემბერი 2020 22:57
17
- ხვიჩაზე რას ფიქრობ? ახლა ის მართლა ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია?
- როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემით ლონდონის "არსენალი" იყო დაინტერესებული. ჩემი თამაშის სანახვადაც კი ჩამოვიდნენ.
მოიცა, მოიცა.. ხვიჩაზე რას ფიქრობო და თავის თავზე იწყებს ლაპარაკს?? ცოტა შურიანი და ბოღმიანი ტიპის პასუხი მგონია, შეიძლება ვცდები, მაგრამ...
რაიო?!
17 ნოემბერი 2020 23:40
13
კი მაგარი ბოღმა ყოფილა. თან თავზეც დიდი წარმოდგენა აქვს! არ ეკადრება თურმე დაბალ დივიზიონში თამაში
დავით 67
18 ნოემბერი 2020 02:26
9
კალაძემ რომ გააფართოვა მთაწმინდაზე ადგილი, მანდვე უყიდია ჯიქიას მიწა, 2 წუთის სავალზე. მას შემდეგ, რაც მთელი მთავრობა და ოპოზიცია ისარგებლებს მაგ ადგილით, ჯიქიაც ტოლს არავის დაუდებს. შემდეგ მას ყველა ვაი ქართველი მიყვება, რომელიც რუსეთს ხოტბას ასხავს და აპიარებს თავის უგუნურებით და სიქაჯით.
ქართველი
17 ნოემბერი 2020 23:51
13
ჯიქიამ ქართულად წერა კითხვა თუ არ იცის , იქნებ შენ მაინც გადაუთარგმნო, ეხლა უკვე ჩავლილი ამბავია , ეგ და საქართველოს ნაკრები მორჩა! / უბრალოდ მინდა იცოდეს რომ საკუთარ ქვეყანას არ ებუტებიან! სად შენი ჯიში და ჯილაგია საუკუნეების მანძილზე დასაფლავებული, და აქამდე მოგიტანა, ეს უნდა გახსოვდეს! ვიღაცამ ფედერაციიდან არ დაგირეკა, ყურადღება ვერ გამოიჩინა, ის ვიღაცა საქართველო არ არის! იმ ვიღაცის ფეხებზემკიდიაობის გამო ძალიან ბევრ ქართველ გულშემატკივარს დაწყვიტე გული! ეს ყველა რო დავიშალოთ , მე იქ დავიბადე, ის იქ დაიბადა და საქართველო დაივიწყო არაა სწორი მიდგომა, ჩვენ ქართველები ვართ ! და ღმერთმა მოგვცა ეს მიწა და წყალი , არც ბოშები ვართ და არც ქურთები და არც ებრაელები, ჩვენ გვაქ ქვეყანა და ვისაც როგორ შეუძლია ისე უნდა ემსახუროს!
Vasili
18 ნოემბერი 2020 11:40
5
დღეს ერთი თეთრი არ ექნებოდა ამ უნიათოებთან რომ ჩამოსულიყო
Mase
18 ნოემბერი 2020 13:05
4
რუსეთის ნაკრების კაპიტანმა საქართველოში მიწა შეიძინა, გვიხაროდეს?
jondo
17 ნოემბერი 2020 23:19
5
რუსეთმა რა მისცა ამ მოღალატეს? აფხაზეთიდანა, როგორც მე და საკუთარი მიწა წყალი დაატოვებინა , რუსეთმა, რა მნიშვნელიბა აქვს სად გაიზრდები? მხითარიანი ამერიკაში იზრდებოდა, მაგრამ სამშობლო პირველ ადგილზე დააყენა... ასე რომ ამ ჯიქიაზე საერთოდ ნუ წერთ რა, წავიდეს მიწა კამცატკაზე იყიდოს ჯობია..
ირაკლი
18 ნოემბერი 2020 17:55
10
თავლაში რომ დაბადებულიყო,ცხენი იქნებოდა? არ მწამს ასეთი ვაიქართველების.
Status quo
18 ნოემბერი 2020 17:53
6
მარტო დაბადებით არა , მაგრამ თუ თავლაშივე გაიზრდებოდა , კი :)
zaza
20 იანვარი 2022 08:18
0
იქ დაბადებული და გაზრდილი ჩამოვიდეს კი არა, აქაურები ასწრებენ ერთმანეთს ვინ სად წავა, არავის უნდა ამ ჭაობში დარჩეს, სადაც შურის და ჭორის მეტი არაფერია, ბლატით ნაჩალიჩარი ადგილი კლუბში და ნაკრებში, მიზერული ხელფასი, საფეხბ.რეიტინგი. წარმოიდგინე ისეთ ქაქში "როტორი" როა ნახ საქ.ნაკრები იქაა, რატო? რო არაფერი ვთქვათ უფრო ზევით და ევროპაზე

gela
18 ნოემბერი 2020 09:57
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული