ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "დიოშდიორი".

ბუდუ მწვრთნელმა გაბორ მარტონმა სასტარტოში დააყენა, აქტიური იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში მომენტი ვერ გამოიყენა, მე-80 წუთზე ლეს ჰურის პასით ანგარიში 2:0 გახადა, 84-ე წუთზე კი შეცვალეს. მან მიმდინარე ტურნირის 9 მატჩში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და ამას გარდა, გოლები თასზეც გაიტანა.

"ფეჰერვარმა" ჩატარებულ 10 შეხვედრაში 19 ქულა მოაგროვა, მე-3 ადგილზეა და 28 ნოემბერს "ზალაეგერშეგის" უმასპინძლებს.

23 ქულით მადიართა ლიგის ერთპიროვნული ლიდერი ლაშა დვალის "ფერენცვაროშია" (9 მატჩი აქვს გამართული),
რომელმაც 21 ნოემბერს "ჰონვედს" 1:0 სძლია. დვალი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. ცნობისათვის, მისი გუნდი 25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე ტურინში "იუვენტუსს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
უნგრეთის ჩემპიონატის საუკეთესო გოლია, დახურული პოზიციიდან ცხრიანში ჩაახვია ე.წ. "ხმელი ფოთოლი"
2
ამ გოლის გატანას ძლიერი ცენტრფორვარდობა არ სჭირდება, ეტყობა ძან დაბალი დონის ჩემიონატია,ბუდუს წარმატებას და უკეთეს ჩემბიონატში გადასვლას ვუსურვებ.რაც ამ კვირაში ჩვენი ლეგიონერების შედეგები დავათვალიერე კატასტროფული შედეგია, უმრავლესობა ჭ კლასის გუნდების განაცხადშიც ვერ ხვდება
gio gio
13:30 23-11-2020
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული