კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურში "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 4:2 დაამარცხა "ენოსისი".
ჰეთ-თრიკი თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეასრულა. მან მე-12 წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, 53-ე წუთზე თავად მოიპოვა და ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი, რის შემდეგაც სტუმრებმა ანგარიში შეამცირეს, თუმცა 73-ე წუთზე გიორგიმ მესამედაც დალაშქრა მეტოქის კარი, 79-ე წუთზე კი შეცვალეს. ამის მერე გუნდებმა გოლები "გაცვალეს" და შეხვედრა 4:2 დასრულდა.
შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილს მუხლის ტრავმა აქვს.
"ანორთოსისი" 26 ქულით გალიდერდა და 4 დეკემბერს გასვლაზე "დოქსას" დაუპირისპირდება.
ქვილითაიამ ნამატჩევს
განაცხადა, რომ მის გუნდს საუკეთესოდ არ უთამაშია, მაგრამ მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო.
Xoar gaafucha penlebi too. Gaitana da sheasrula heriki. Amashic rato xar ukmayofilo, raubedurebaaa davafasot rac gaaketa da tu ver gaaketa imaze vtqvat rac satqmelia, mara yvelafridan cudis
Danaxva texavs ( xoar gaborotdi dzma)