კაჭარავამ მძიმე ტრავმა მიიღო, ჩაკვეტაძე უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
3 დეკემბერს ევროპა ლიგის მეხუთე ტურის მატჩები ჩატარდა. ლუკა ლოჩოშვილისა და მისი "ვოლფსბერგერის" ცსკა-სთან გამარჯვებაზე უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება ტურნირზე სხვა ქართველებისა და "ქართული გუნდების" ამბებს:

ნიკა კაჭარავას "ლეხი" ლისაბონში 0:4 დამარცხდა "ბენფიკასთან" და ჯგუფში ჩარჩა. ნიკა სასტარტოში იყო, 42-ე წუთზე კოჭ-წვივის სერიოზული ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ნიკა ნინუას პაოკ-ს კვიპროსში 2:1 მოუგო "ომონიამ" და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ჩვენებური სათადარიგო იყო.

ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძის "გენტი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა ჩეხურ "სლოვანთან". ბელგიურმა გუნდმა ტურნირზე ხუთივე მატჩი
წააგო, ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და უკანასკნელ ოთხ თვეში მესამე მწვრთნელი მოხსნეს - იეს ტორუპს და ლასლო ბოლონის შემდეგ ვიმ დე დეკერიც დაითხოვეს სამუშაოდან.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუთუ ასე რთულია გაარკვიოთ რა სჭირს გიორგი ჩაკვეტაძეს, რა გახდა მასთან ერთი ინტერვიუს ჩაწერა. ან მშობლებს მაინც გაესაუბრეთ, ექნებ ბევრად მეტი იციან. ინვალიდებსა და ფეხმოტეხილებს აყენებენ ფეხზე დღეს და რა მოურჩენელი გახდა მისი ტრავმა. უამრავი უმაღლესი დონის კლინიკაა მსოფლიოში და ბელგიის გარდა სხვაგან გამოკვლევის ჩატარება ხომ შეიძლება ბოლოს და ბოლოს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მიგდებულია ეს ბიჭი.
emigranti
15:00 04-12-2020
2
მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!
გუჯა კახაძე
14:15 04-12-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული