ქვილითაიამ ტრავმა მიიღო, ლორიამ შეცდომა დაუშვა, "ანორთოსისი" დამარცხდა, ქეცბაია აღშფოთებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ანორთოსისი" მოულოდნელად 1:2 "დოქსასთან" დამარცხდა.

ქართველების გუნდს ტრავმირებული თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარა, 22-ე წუთზე კი მუხლის დისკომფორტი იგრძნო გიორგი ქვილითაიამ და მიხალის მანიასმა შეცვალა. შეუცვლელად ითამაშეს გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა. მეორე გაშვებული გოლისას ლორიამ შეცდომა დაუშვა.

ქეცბაია ძალიან ნერვიულობდა, 35-ე წუთზე ებრაელ თავდამსხმელ დორ მიხას დაუყვირა და მაშინვე გამოცვალა. ქეცბაიამ ნამატჩევს განაცხადა, რომ შეხვედრა პირველივე ტაიმში წააგეს, მეორე ტაიმში მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

"ანორთოსისი" 26 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 12 დეკემბერს სტუმრად "ერმისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ლორია დააყანეთ ძირითადში და მაკარიძე არა. რა სეივები აკეთა დღეს რიჟამ
leo
06 დეკემბერი 2020 18:17
0
დავიღალე ანორთოსის საცოდაობით! სულ ასე გალიდერდებიან მერე გაანიავებენ და მერე ყველა იმტვრევა უცაბედად !
gri
05 დეკემბერი 2020 19:23
0
ქეცბაიას ნევროზი ფსიქოზში გადადია მგონი :( ამ ლორიამ კოდე ეს ადვილი ასაღები ბურთების ყლაპვას არ დაანება თავი რაც ძალიან სამწუხაროა
L.J.
05 დეკემბერი 2020 16:20
1
გიო მოიგებდა მაგ თამაშს. რა გახდა ეს ტრავმები. ესეც შუშის ფეხბურთელია
Haaland
05 დეკემბერი 2020 12:51
2
კასილიასის გაშვებული იმნაირი გოლი მახსოვს ... ლორია ჯერ კიდევ საკმაოდ საიმედოა. თუ საჭირო გახდა მაკარიძეც გამოვიყენოთ, მამარდაშვილის განსაკუთრებით მეიმედება.
ეს მანიასი და 17 ნომერი მაგარი მუდაკები არიან, რა მომენტები გამაზეს?
თენგაბი
05 დეკემბერი 2020 11:17
3
ჯერ მაკარიძე უნდა გახდეს 1ლი მეკარე და შემდგომისთვის გუგეშაშვილი და მამარდაშვილი მოამზადონ შეაჩვიონ ნაკრებს
Gaguuu
05 დეკემბერი 2020 07:03
5
ქეცბაია სულ აღდფოთებულია რაც მახსოვს ნიუკასლში რომ გაიტანა და კუთხურის ალამი დაამტვრია მინაშვილთან სომხებზე საუბრით გაგრძელებული.
სალუქვაძე
05 დეკემბერი 2020 02:58
7
სასწრაფოდ მოსაშორებელია ნაკრებს ლორია,ჯერ ერთი ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს და მეორე ქართველ ქომაგზე უკვე რამოდენიმეჯერ უდიერად ისაუბრა და ქილიკობს ნაკრებზე,ეს საკმარისზე მეტი მიზეზია ნაკრებს რომ არ გააკარონ სამუდამოდ..
ემიგრანტი
05 დეკემბერი 2020 01:41
4
დროა ლორია გუგეშაშვილმა ჩაანაცვლოს და შეაჩვიონ ეროვნულ ნაკრებს გუგეშაშვილი. ბევრათ სჯობს ლორიას ასაკითაც და ყველაფრით
ტოტტი
04 დეკემბერი 2020 23:56
5
ქეცბაია კარგს აკეთებს რომ ქართველებს ათამაშებს მაგრამ არაედეკვატურია ხშირად
ტოტტი
04 დეკემბერი 2020 23:32
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული