კვიპროსული გამოცემა: "ანორთოსისის" ჩავარდნა ოქრიაშვილს უკავშირდება

AutoSharing Option
უკვე 1 თვეზე მეტია, რაც საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტის "ანორთოსისის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე აღარ გამოსულა და კვიპროსული გამოცემის მიხედვით, გუნდის ჩავარდნის მთავარი მიზეზიც ეს არის.

თორნიკემ ბოლოს ჩვენთვის ავადსახსენებელ მატჩში, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ ითამაშა და ტრავმა მიიღო, რომელიც ჯერ არ მოუშუშებია.

კვიპროსული საიტი match.cy კი "ანორთოსისის" მოახლოებულ მატჩს შეეხო და ოქრიაშვილზეც ისაუბრა:

"თორნიკე ხვალ "პაფოსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, ქართველი მზად ჯერ კიდევ არ არის. ოქრიაშვილმა ბოლოს 8 ნოემბერს ითამაშა აეკ-თან მოგებულ შეხვედრაში.

"ანორთოსისს" 10-იანი ძალიან დააკლდა და ერთი შეხედვითაც
ნათელია, რამდენად დიდი დანაკლისია გუნდისთვის. ფამაგუსტელებს ძალიან აკლიათ მისი გოლები, მისი ვერტიკალური პასები, მისი ჭკვიანური თამაში. მოკლედ, "ანორთოსისს" თორნიკე აკლია.

თორნიკეს გარეშე გუნდმა 4 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 1-ის მოგება მოახერხა, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. ისე ჩანს, რომ ოქრიაშვილის გარეშე "ანორთოსისს" ქულების მოპოვება უჭირს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რას ერჩით ტოო? აბა თქვენ ირბინეთ საათნახევარი, პროსტო ირბინეთ გოლის გატანას არ გთხოვთ, სხვაზე მაგრად ხო დარბის? როგორც მუსტანგი, ხო არის? მეტი რა გინდათ?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18 დეკემბერი 2020 08:22
0
aburjga - ს

რავი ძმაო მეც ამავსეს დისლაიქებით აბსოლიტურად მართალი ხარ ... ოქრის გამხნევება უნდა ახლა იმიტომ რომ ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და როგორც ვიცი კარიერასაც ნაკრებში სათამაშოდ აგრძლებს რადგან დიდ ემოციას და მუხტს იღებს ნაკრებში... თორემ აქამდე 100 ჯერ დაანებებდა ფეხბურთს თავს ასეთი ნეგატივი თუ ვინმეს არ ეკუთვნის პირველ რიგში თორნიკეა ასეთი ...
bejo
17 დეკემბერი 2020 22:31
2
ვინც თორნიკეს ლანძღავთ როგორმე თქვენთვის შეინახეთ თქვენი აზრები. საქართელოს ნაკრებისათვის თავდადებული ფეხბურთელია, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება, მესი ვერ არის მაგრამ ამ ნაკრებში მესიც არის და ჯიუსტენ ფონტენი! თუ არ შევაქებთ, გულს მაინც ნუ ვატკენთ. არ დაუმსახურებია!
aburjga
17 დეკემბერი 2020 20:13
10
ყურადღება !!!

ვინც აზრზე არ ხართ გთხოვთ სხვა სპორტზე დაწეროთ კომენტარები
bejo
17 დეკემბერი 2020 18:35
13
ნეტავი თვითონ რომ გადახედავს თავის კარიერას, უკვე შახტარში რომ იყო თინეიჯერი, მერე გენკში და დღეს ანორთოსის ფეხბურთელია, არ უტყდება? მე მგონია რომ არ უტყდება და მაგრად ჰკიდია სად ითამაშებს, რადგან არ უყავრს ფეხბურთი ისე როგორც ქეცბაიას, კობიაშვილს, კალაძეს უყვარდათ და მაქსიმუმი დადეს თავისი შესაძლებლობების.

ამიტომ პირადად მე წინააღმდეგი ვარ ასეთი ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახების და მით უფრო გაფეტიშების და მათზე ისტორიების წერის. მხოლოდ როგორც ცუდი მაგალითი ისე შეიძლება ვაჩვენოთ მომავალ თაობებს, რა შეიძლება დაემართოს ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს თუ მას პროფესიონალიზმი არ აქვს. ვარჯიშს დალევა ურჩევნია და სხეულზე კუნთების გაზრდის ნაცვლად მის ტატუებით მოხატვაზე უფრო მეთს ფიქრობს.

ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო ბელორუსთან რომ გამოჩნდა და დღეს უკვე ამას ვწერ. გულდასაწყვეტია.
ანორთოსისის ლიდერი
17 დეკემბერი 2020 17:44
22
ამას ანართოსისში კი არა დინამო თბილისშიც არ ვათამაშებდი.
buxrika
17 დეკემბერი 2020 16:38
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული