sport24: ხვიჩა კვარაცხელია კოსმოსია!

AutoSharing Option
sport24-მა სტატისტიკური კომპანია InStat-ის მონაცემების მიხედვით რუსეთის პრემიერლიგის პირველი წრე შეაჯმა და "რუბინის" 19 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია.

ორთაბრძოლებსა და დრიბლიორებში საუკეთესო

"შეტევაში ორთაბრძოლებში ხვიჩა საუკეთესოა (302 ბრძოლა, 45% წარმატებული). ოდნავ ჩამორჩნენ არტიომ ძიუბა (295, 44%) და ბიკფალვი (292, 36%).

ყველაზე ხშირად დრიბლინგზე "რუბინის" ფეხბურთელები მიდიან. უფრო ზუსტად, კვარაცხელია, რომელიც რაღაც კოსმოსს აჩვენებს. ყაზანელი ქართველი დრიბლინგზე 219-ჯერ წავიდა, საშუალოდ 16-ჯერ მატჩში. შედარებისათვის, მეორე ადგილზე მყოფი დანილ ლესოვოი "დინამოდან" დრიბლინგზე 156-ჯერ წავიდა (საშუალოდ 10-ჯერ მატჩში)".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ხვიჩას მართლაც ყველა ვგულშემატკივრობთ მაგრამ ზედმეტი მოგდით ჟურნალისტებს და სწორედ ამის ბრალია ზოგიერთის ცინიკური კომენტარები.....ასე ხდება როცა გადაამლაშებთ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
00:23 20-12-2020
6
თვითნაბადი ოქროა, ბაჯაღლო! ზურმუხხტი და მარგალიტი... მარა, ცოტა თავი თავი, რომ დაანებოთ, ვერა? აცალეთ მაგ ბავშვს დაღვინება, მართლა თავში არ აუვარდეს, თორემ მეფე ხარ და იმპერატორიო ყოველდღე კუზზიან ჟორას რომ უძახოთ, ისიც გაყოყოჩდება და ზემოდან დაგვიწყებს ყურებას...
...ვისაც ამ ბავშვისთვის კარგი გინდათ, უნდა უთხრათ კარგია, მარა მეტი მუშაობა გჭირდება-თქვა... შენ იმედზეა ქვეყანა და გულს ნუ გაუცრუებ და ნუ გგონია, რომ მართლა ვარსკვლავი ხარ. ეს საპოჟნიკებში ჩანხარ ვარსკვლავი, თორემ მართლა ფეხბურთელებთან რომ მოხვდე, საამისოდ ჯერ კიდევ დიდი შრომა გჭირდება თქვა..
და არა ... კოსმოსში ხარ და გალაქტიკის მეფე ხარ! გადარევთ ბავშვს და მისი წაფორთხილებაც... ღმერთმა არ ქნას! ფუი ეშმაკს! ფუი! ფუი! თქვენი ბრალი იქნება ყველაზე დიდი!!!....
კ ო მ ბ ლ ე
00:33 20-12-2020
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული