"კიტეიშვილი ღმერთის საჩუქარია" - ავსტრიული გამოცემა

AutoSharing Option
ავსტრიული გამოცემა KLEINE ZEITUNG აქვეყნებს სტატიას გრაცის "შტურმისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილზე და მას ღმერთის საჩუქარს უწოდებს.

"სეზონის დასაწყისში კორონავირუსი შეეყარა, შემდეგ კი კუნთმა არ მისცა თამაშის საშუალება. მიუხედავად ამისა, ოთარ კიტეიშვილმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. განსაკურებული აღნიშვნის ღირსი ვენის "რაპიდის" კარში შესრულებული დუბლი იყო, რომლის საშუალებითაც ქართველი ყურადღების ცენტრში მოექცა,"- წერს საიტი.

"ოთარი ძალიან კარგ ფორმაშია და გუნდიც მშვენივრად თამაშობს. სწორედ ამიტომ შეამჩნია ხალხმა ოთარის თამაში, თორე ვთვლი, რომ
კიტეიშვილი წლისა და წლინახევრის წინაც კარგად თამაშობდა. სამწუხაორდ, მაშინ გუნდის საქმეები მთლად კარგად ვერ მიდიოდა,"- განაცხადა "შტურმის" მმართველმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა.

"კიტეიშვილი "შტურმისთვის" ღვთის საჩუქარია, ამ ფრაზის პირდაპირი მნიშვნელოვანით. გრაცში ის გუნტერ კრეისლმა ჩამოიყვანა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ერთერთი ვარჯიშის დროს თქვა:

"ჩვენ სხვა ქართველის ყიდვა გვინდოდა, თუმცა სხვამ კლუბმა დაგვასწრო. შემდეგ კი მენეჯერმა მითხრა, რომ სხვა ფეხბურთელი ჰყავდა. ეს სხვა მოთამაშე კი ოთარი იყო და მიმაჩნია, რომ ის გუნდს ძალიან უხდება."

კრეისლი მართალი იყო, კიტეიშვილი "შუტრმში" ძალიან კარგად გამოდის და გრაცში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, განსაკუთრებით, თუ მეუღლეც მასთან ერთადაა. პანდემიამდე ყოველთვის დასეირნობდა გრაცის ქუჩებში.

"აქ ძალიან მეგობრული ხალხი ცხოვრობს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემი ცოლი თავს კარგად გრძნობს. გუნდიც კარგი შემხვდა და საიმედო ხელში ვარ,"- ამბობს ოთარი. აღსანიშნავია ის, რომ კიტეიშვილის "შტურმში" ყოფნისას გუნდმა სამი მწვრთნელი შეიცვალა, ქართველი კი სამივე დამრიგებლის დროს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო.

"შტურმი" კიტეიშვილისთვის პირველი უცხოური კლუბია, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ბოლოს ის იყო. ბოლოდროინდელი თამაშის გამო სხვადასხვა გუნდის ყურადღების არეში მოექცა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ჯერ ოფიციალური წინადადებით არავის მოუმართავს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი პოლიტიკის ერთერთი ნაწილი ფეხბურთელების გაყიდვაა. უნდა მოვემზადოთ კიტეიშვილის წასვლისთვის. ჩვენი მიზანი მისი შენარჩუნებაა და ამ საკითხზე მასსა და მის მენეჯერს დიდი ხანია ველაპარაკებით,"- აღნიშნა შიკერმა.

კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს და მისი წასვლის შემთხვევაში სატრანსფერო ღირებულებაც გარკვეულია. მართალია მას ავსტრიელები არ ასახელებენ, თუმცა ამობობენ იმას, რომ ბოლოდროიდელი მოვლენების გათვალისწინებით 25-30%-ით ნაკლებს მიიღებენ ოთარის ტრანსფერის სანაცვლოდ, ვიდრე მისი რეალური ფასია.


მკითხველის კომენტარები / 13 /
მოკლეთ მივმართავ იმ ვითომ პროფესორებს რომლებიც ოთოს აკრიტიკებენ აბა თქვენ რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის მარტო კლავიატურაზე კაკუნის მეტი იმასაც ვეღარ იტანთ რომ ვინმე უცხოელი ქართველს აქებს ფუი თქვენს ნამუს კაი ფეხბურთელია და ბევრს მიაღწევს მჯერა
Gio
21 დეკემბერი 2020 10:57
1
მოკლედ ოთარი ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ, ჯერ კიდევ დინამოდან მოყოლებული სულსა და გულს დებდა მინდორზე. მაგრამ პირადად ჩემი მიდგომა ასეთია ქართველი სპორტსმენების მიმართ: თუ კი ქვეყანას არ ადგება მისი პროფესიონალიზმი, მაშინ მისი პირადი წარმატებები მხოლოდ ინდივიდუალური მიღწევებია და მეტი არაფერი. ამით რა გულშემატკივარს, იმ ხალხს ვინც მაგალითად მათი ოჯახის წევრები ან ნათესავები არ არიან? ქვეყნისათვის სპორტსმენი მაშინაა მნიშვნელოვანი როდესაც წვლილი შეაქვს მისი სახელისა და ღირსების დაცვაში. აბა ისე ყველას თავის გზაზე ღმერთმა გაუმარჯოს...
ანესთეზეოლოგი
21 დეკემბერი 2020 08:49
0
ეს დავითაშვილი სად გაქრა? სადმე თამაშობს ხომ არ იცით ვინმემ? თუ თამაშობს სადმე გოლი ან საგოლე მსგავსი რამე აქვს?
ლაფი
21 დეკემბერი 2020 02:03
0
წარმატებები ბიჭებს,თავიანთ გუნდებში და ნაკრებში.... ერთია თითქმის სულ ასე იყო კლუბებში ბევრი ჩვენი მოთამაშეები ხშირად წარმატებებით თამაშობდნენ,ნაკრებში შედეგი არაფერია.... ბოლო გადამწყვეტ თამაშიბში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა მაგრამ მათი ყოფნის შემთხვევაშიც ალბათ შედეგი იქნებოდა სამწუხაროდ.... უბრალოდ ჩვენი ნაკრები გადამწყვეტ პრინციპულ თამაშებს ყოველთვის წარუმატებლად ამთავრებს,აქ ალბათ საქმისადმი მიდგომის პრობლემაა ფედერაციის ხელმძღვანელობასა და ნაკრების მწვრთნელების მხრიდან...ვერ მოვუგეთ ორჯერ კაცნაკლულ მაკედონიას,სომხეთს... თუ ვინმეს გახსოვთ როდის მოიგო ნაკრებმა ბოლოს პირველი გაშვებული გოლის შემდეგ?.... დამდეგ ახალ წელს გილოცავთ ყველას...
დავითი...
20 დეკემბერი 2020 18:20
1
მართლა ძალიან გვაკლდა კიტეიშვილი,შენგელია და განსაკუთრებით ჩაკვეტაძე და კვარაცხელია.აბა წარმოიდგინეთ პირიქით ყოფილიყო, ესენი გვყოლოდა და მაკედონელებს არ ჰყოლოდათ პანდევი, ელმასი და ვთქვათ ალიოსკი,რისი მომგებები იყვნენ. ვისაც მართლა ნიჭი აქვს ,ყურები არ უნდა ჩამოყარონ და შანსი მაქსიმალურად გამოიყენონ,უფრო მაღალი დონის გუნდში უნდა გადავიდნენ. თუმცა,ვაღიაროთ,რომ მართლა ნიჭიერები და ამასთანავე შრომისმოყვარეები ჯერჯერობით ცოტა გვყავს...
merabi-1960
20 დეკემბერი 2020 17:38
4
ჩვენ იმ დონის ნაკრები არ გვყავს მეორე შემადგენლობით ვიგებდეთ გადამწყვეტ თამაშებს. ზუსტად კიტეიშვილი,ჩაკვეტაძე,შენგელია, კაკაბაძე, ტაბიძე,კვარაცხელიაა დღევანდელიც და მომავალიც. ზუსტად მაგიტომ წავაგეთ მაკედონიასთან რომ ეს ხალხი არ გვყავდა (ორი კაცის გარდა).
დიმო
20 დეკემბერი 2020 17:36
2
ახლა ღმერთიო!!! ისე ჩვენ მესიც გვყავს, არ დაგვავიწყდეს!!! ჩვენი ფეხბურთელები რო აიაქსში, სიტიში, მილანში, ნიუკასლში, ბუნდესლიგებში და თუთქმის ყველა წამყვან კლუბებში თამაშობდნენ მაშინ არ ისმოდა ასეთი შეფასებები და დღეს ერთი სეზონიც კი არ აქვთ სრულყოფილად ჩატარებული ჭ კლასის გუნდებში და რა შეფასებებია, / რეგრესის გზაზეა დღევანდელი ფეხბურთი!! ოთარი სანამ ევროპულ გრადში არ მოხვდება , რა ღმერთი? რის ღმერთი ხალხო? კი არ მშურს რამე ამ ბიჭის, უბრალოდ დათვურ სამსახურს უწევთ ამ კაცს! გინდ უცხოური პრესა და გინდ აქაური. შტურმში თუ ღმერთი ხარ მაშინ ვინც ბაიერნში თამაშობს ისენი ვინღა არიან?
Vasili
20 დეკემბერი 2020 16:46
18
კიტეიშვილი ძალიან მაგარი მშრომელი ფეხბურთელია მოედნის ცენტრში, თან ბურთთან კარგად არის, ჩემი აზრით ის ნაკრებში ყველაზე კარგად საყრდენად თამაშობს, რამდენიმე თამაში საყრდენად ჩაატარა ნაკრებში და საუკეთესო იყო.შტურმისთვის ის უკვე გადაზრდილია და ამ ზამთარში თუ არა ის ზაფხულისთვის გაცილებით ძლიერ კლუბში უნდა მოხვდეს, კიტეიშვილს ბევრად მაღალ დონეზე თამაში შეუძლია ვიდრე ავსტრიის ბუნდესლიგაა.
ziko
20 დეკემბერი 2020 16:28
0
უცნაური ღმერთი ყავთ !
beqa
20 დეკემბერი 2020 14:35
19
...რა ვიცი აქ ჩვენთან ნაკრებში, ვერაფერს აკეთებენ... ერთი-ორი კაცის გარდა...
buba
20 დეკემბერი 2020 14:08
35
ჩვენთან არ იყო ბოლო თამაშებში ტრავმის გამო, როცა იყო ირლანდიასთან და დანიასთან მაგრად დადგა და კლასი აჩვენა, მოკლედ მაგრად დაგვაკლდა ბოლო თამაშებში
გიო
20 დეკემბერი 2020 16:18
1
სწორედ კიტეს,კვარას,ჩაკვეს და შენგეს არ ყოფნამ გაგვიტეხა გულები მთავარ მატჩში,ესენი რომ ყოფილიყვნენ ჩვენ უეჭველი გავიდოდთ,ეს ის ხალხია ვინც იცის შეტევა
ბაჩი
20 დეკემბერი 2020 15:13
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული