არაბულმა საბერძნეთში ბრწყინვალე გოლები გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 წლის თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა "ლამიაში" დუბლი შეასრულა.

საბერძნეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ლამიამ" საკუთარ მოედანზე მეორეადგილოსანი "არისი" 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი ქართველმა თავდამსხმელმა გაიტანა. ის "ლამიაში" სეზონის დაწყების წინ "პანიონიოსიდან" გადავიდა და აქამდე ჩატარებულ 7 მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი.

მან ანგარიში ორიგინალურად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გახსნა, შემდეგ კი ულამაზესი გოლი გაიტანა.

"ლამიაში" 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი.

"ლამია" 5 ქულით (11 მატჩი აქვს ჩატარებული) აუტსაიდერია და 7 იანვარს სტუმრად ოფი-ს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეუჰ მორჩა,აუვარდა ეხლა თავში და მესია უკვე,ეს გუნდი საკადრისად აღარ მიაჩნია და აიყრის გულს,1 თვეში სათადარიგოთა სკამს გახეხავს,როგორც 90% ქართველი ფეხბურთელებისა საზღვარ გარეთ!!!
zura
05 იანვარი 2021 21:10
0
ეს შეკუნტრუშება რაღა იყო.
asa
05 იანვარი 2021 11:25
1
უყვარს კუნტრუში და რა ქნას.
გენა
05 იანვარი 2021 16:31
0
აქ რა თურქული უჩნდებათ ფეხებში???? არა თურქული კი არა თავს უფრთხილდებიან რაიმე ტრამვა არ აიკიდონ, საქართველოს ინტერესი კი სულ ერთ ადგილას კიდიათ.
ისე.როგორც ნაციონალებს.
დათო
05 იანვარი 2021 08:41
19
ქოცებს არაფერი გეშველებათ, არც ფეხბურთი და არც გოზინაყი ნაცებს ვერ გამოგალანდებთ ცარიელი ტვბინიდან :))
დათოს
05 იანვარი 2021 20:19
3
ნაციონალებს თუ ოცნებას
Ura
05 იანვარი 2021 16:24
3
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული