შენგელიას საგოლე პასი - მისმა გუნდმა "გალათასარაის" 4:3 სძლია

AutoSharing Option
თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" საკუთარ მოედანზე 4:3 დაამარცხა ერთ-ერთი ლიდერი "გალათასარაი".

შენგელია მწვრთნელმა ისმაილ კარტალმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ქართველმა ლეგიონერმა 90+2-ე წუთზე უკრაინელი თავდამსხმელი არტიომ კრავეცი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მან გოლი გაიტანა და ანგარიში 4:2 გახდა. ზედ საფინალო სასტვენის წინ ფათიჰ თერიმის გუნდმა ანგარიშის შემცირება მოახერხა.

შენგელიას ანგარიშზე 14 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასია, "ქონიასპორი" კი 22 ქულით მე-8 ადგილზეა და 10 იანვარს გასვლაზე "კარაგუმრუკს" შეხვდება.

დღეს საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" სტუმრად 0:2 დამარცხდა "გაზიანთეპთან".
ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ დაგაეჭვათ ამ ყველაფერმა? დამთხვევების არ მჯერა.
s
06 იანვარი 2021 15:31
0
ეტყობა არგო თურქი ბალეშიკების კრიტიკამ, ეგრეა რა ფერებით არაფერი გამოდის ერთი რაღაცის გარდა...DDDD
hhh
06 იანვარი 2021 13:00
0
ესეიგი სასწაულია პირდაპირ! ვინც კარგი ფეხბურთელი გვყავდა და ვისიც გვეიმედებოდა შეტევაში, ვერცერთმა ვერ ითამაშა მაკედონიასთან! ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,კიტეიშვილი,ქვილითაია ( იმ თამაშის მერე ათამაშდა და ყველა მატჩში გააქვს გოლი) და შენგელია! ესაა ფატალური უიღბლობა!
გაბო
06 იანვარი 2021 11:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული