თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში ლევან შენგელიას "ქონიასპორმა" საკუთარ მოედანზე 4:3 დაამარცხა ერთ-ერთი ლიდერი "გალათასარაი".
შენგელია მწვრთნელმა ისმაილ კარტალმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ქართველმა ლეგიონერმა 90+2-ე წუთზე უკრაინელი თავდამსხმელი არტიომ კრავეცი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მან გოლი გაიტანა და ანგარიში 4:2 გახდა. ზედ საფინალო სასტვენის წინ ფათიჰ თერიმის გუნდმა ანგარიშის შემცირება მოახერხა.
შენგელიას ანგარიშზე 14 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასია, "ქონიასპორი" კი 22 ქულით მე-8 ადგილზეა და 10 იანვარს გასვლაზე "კარაგუმრუკს" შეხვდება.
დღეს საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" სტუმრად 0:2 დამარცხდა "გაზიანთეპთან".
ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.