ჩაკვეტაძეს უცნაური ტრავმა აქვს, ვარჯიშს კი ორშაბათს დაიწყებს - ამბობს "გენტის" მწვრთნელი

AutoSharing Option
"გენტის" მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა voetbalprimeur.be-თან ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

"ცოტა ნაკლები ტკივილით დაბრუნდა, თუმცა ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია. კიდევ ერთხელ ვნახეთ და ვეცადეთ რამე მოგვემოქმედა: რამდენიმე დღით დასვენების საშუალება მივეცით, უქმეების შემდეგ კი იმის იმედით, რომ დისკომფორტი შეუმცირდება, ისევ დაიწყებს ვარჯიშს და იმედია, ბოლომდე შეძლებს აღდგენას.

ექიმები გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მეთოდს იყენებენ. ძალიან უცნაური ტრავმაა, მაგრამ სერიოზული არაა. ტკივილები მართლაც დიდი ხანია აწუხებს. ანატომიურად ბოლომდე საბრძოლველად მზადაა, მაგრამ ტკივილი მოსვენებას არ აძლევდა. ოპერაცია არავითარ შემთხვევაში არ სჭირდება. ტრავმა
კარგა ხანია უნდა მოერჩინა, მაგრამ უცნაური რამ სჭირს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
დიდი პატივისცემით ყველასთან, მაგრამ რატომღაც მგონია გიორგის რაღაც უცნაურ ხალხთან აქვს საქმე. იქაურ ქართველებთანაც ცოტა ყურადღებაა საჭირო. გიორგი თუ კითხულობ ამას, მგონი დაფიქრება ღირს ლაშა ჯაკობია და გიორგი გახოკიძე როგორ მოქმედებენ, თუ ხშირი კონტაქტი გიწევს. რაღაც ფსიქოლოგიური მდგომარეობაც უცნაური გაქვს თითქოს. გამოფხიზლებაა საჭირო. თუ რამე ცუდი გავლენებია და ეწევი რამეს, პლანს და ასე.შ გამოფხიზლდი სანამ დროა! იმედია არ ბრუვდები და რამეს არ მაიმუნობ მანდ. არ მინდა არავის რამე დავაბრალო, მარა მანდაურ ქართველებთან ფრთხილად!!!
გადასარევი გიორგი
10 იანვარი 2021 01:49
26
ბელგიიდან-ს.გადასარევი გიორგივით არა მგონია,რომ გიორგი,რაიმე ცუდს აკეთებს,მანდ,მაგრამ ინფორმაციის ნაკლებობა,ყოველთვის ხელს უწყობს ჭორების გავრცელებას.ამდენი ხანია,ვერ მოირჩინა ბიჭმა ტრავმები და რა თქმა უნდა ხალხი მიზეზს ეძებს,სარწმუნოს თუ არასარწმუნოს.მე პირადად,მაინც მგონია,რომ გენტის სამედიცინო სამსახური, ვერ არის სათანადო დონის.სიტყვები "უცნაური ტრავმა",ამ დასკვნის სისწორეზე ეჭვს მიმტკიცებს.ეს ხომ ნიშნავს,რომ ბოლომდე ჯერაც ვერ გარკვეულან,რაშია საქმე.
სოსო
10 იანვარი 2021 13:02
0
მანდაურ ქართველებთან კი არა საერთოდ ქართველებთან უნდა გაწყვიტოს კონტაქტი და ევროპელი აგენტები იყოლიოს.
ლაშა ჯაკობიას გაკეთებული საქმე არ გაიშვას..არ ვიცოდე მაინც რაცაა.
ნუგზარა
10 იანვარი 2021 11:24
1
ყველა გამოხმაურება
ის ჭირს რომ ქართველია და სწორი აღრზდა აკლია. ბავშვობაში სწორად ვარჯიში სჭირდებოდა და არ ქონდა ის რაც ევროპელებს აქვთ, "პროფესიონალი ბავშვთა მწვრთნელი". ის რაც ჩაკვეს არ აკლია ტალანტია და ღმერთით ტრავმები მოშორდება სამუდამოდ და ბოლომდე გაიხსნება.
Roma
10 იანვარი 2021 01:15
4
ჩამოყალიბებულ!!!
ჩორნა
10 იანვარი 2021 02:05
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული