"ნაკრებიდან კლუბში, რომ დავბრუნდი..." - ოთარ კაკაბაძე ნაკრებზე, "ტენერიფეზე" და მომავალზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ტენერიფეს" მცველი ოთო კაკაბაძე დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს.

ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბარში განაცხადა. ჩვენ ფეხბურთელს ესპანეთში დავუკავშირდით და მისი მომავალით დავინტერესდით.

"დაზუსტებით ვიტყვი, რომ ამ სეზონს "ტენერიფეში" ჩავამთავრებ. კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ისედაც მისრულდება და ზამთარში იჯარის ვარიანტს აზრიც კი არ აქვს.

ნაკრებიდან, რომ დავბრუნდი, გუნდში ახალი მწვრთნელი დამხვდა, მის მონახაზში და ტაქტიკაში ვერ ჩავჯექი და სწორედ ამიტომ დაიწყო საუბარი ჩემს წასვლაზე.

მწვრთნელთან არანაირი უთანხმოება არ მაქვს. პირიქით, ის ძალიან კარგი ადამიანია".

ოთარ კაკაბაძეს ეროვნული ნაკრების და მომავალი მთავარი მწვრთნელის შესახებაც დავეკითხეთ.

"ყველა ვთანხმდებით, რომ მაკედონიასთან რაღაც დაგვაკლდა. ჩემი აზრით, ყველამ თავის თავში უნდა დავიწყოთ მიზეზების ძებნა, რათა მომავალში მსგავსი შანსი ხელიდან არ გავუშვათ.

ყოველი შესარჩევი ციკლი ჩვენთვის ახალი შანსია და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ტურნირზე აუცილებლად ვითამაშებთ.

რა თქმა უნდა, მომავალ მწვრთნელზე ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ ამაზე საუბარი არ მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ სფფ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
კაკაბაძევ, შენ არა ხარ ქართველი? მომავალით თუ მომავლით? სკოლაში გრამატიკა არ გისწავლია?
სტატუს ქუო
12 იანვარი 2021 10:31
1
მაკედონიასთან და სომხეთთან წაგება, თანაბრად უნდა გაინაწილონ ფეხბურთელებმა და ფედერაციამ მთავრობასთან ერთად, რადგან 15-20 ათასი მაყურებელი თამაშზე ეს ზღვაში წვეთი იყო, რადგან ყველანაირი დისტანციის დაცვა გარანტირებული იყო. თუ არადა 300 000 დაინფიცირებულს 2-3 ათასიც დამატებოდა, ევროპაზე გასვლის სანაცვლოდ, რა პრობლემა იყო? ამდენი მაყურებელი კი ერთის კი არა, ორი ფეხბურთელის ექვივალენტი იქნებოდა.
ჟორა გაბრიჭიძე
11 იანვარი 2021 12:08
0
სომხებთან რომ ჩაისვარეთ მაშინ რაღა დაგაკლდათ? უყურეთ როგორ დაფრინავენ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თქვენხელა ბიჭები და ისწავლეთ შრომა. დაგაკლდათ პატრიოტიზმი პირველ რიგში. სწორედ მაგაში გაჯობეს სომხებმაც და მაკედონიელებმაც! ქლიავი და უნამუსო მწვრთნელი რო გყავდათ უპასუხისმგებლო ფედერაციასთან ერთად - ეგ დაგაკლდათ. დამონებული და დაჩმორებილი ერი რომ ვართ და მორჩილად რომ ვიღებთ უნიათო მთავრობის ყველა გადაწვეტილებას - მაგის ბრალი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში კვარაც იქნებოდა სასტავში, 15 000 დაშხოშიანი გულანთებული გულშემატკივარიც იჯდებოდა სტადიონზე, ცოტას თქვენც მოინდომებდით და ორივე თამაშს მოვიგებდით! სანამ ეგრე გასუსულები და არაპატრიოტები ვიქნებით, მანამდე ვერავისაც ვერ მოვუგებთ და ვერც ეკონომიკურად გავიმართებით წელში, ჩემო ოთარ!
სერგო
11 იანვარი 2021 10:14
2
მომავალ მწვრთნელზე და ახალ ციკლზე ისე საუბრობს - დარწმუნებულია რომ ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს ?!
არდილეს
11 იანვარი 2021 10:00
5
ვფიქრობ ოთარის ადგილი ნაკრებში პრაქტიკიანმა ე.ლიგელმა უნდა დაიკავოს და სხვებისიც ვისაც პრაქტიკა არ ექნება კონკრეტულ დროს.ასეა ეს...
ბაჩი
10 იანვარი 2021 22:45
4
ფეხბურთის თამაში ისწავლე ჯობიაა. სულ გაზარმაცდი და ჩაწოდებაც აღარ გივარგა ნაკრებში... ტენერიფეში ახალ მწვრთნელს ვერ ჩაუჯექი კიარა უაზროდ უვარდები მოწინააღმდეგეს ფეხებში და უაზროდაც კარგავ ბურთს,ისევე როგორც ნაკრებშიც... ჯობია იმუშავო საკუთარ თავზე , თორე რაც ხიმნასტიკის მერე სხვა გუნდებში იყავიი სულ გაფუჭდი. საწყენად არაფერი მითქვამს, უბრალოდ საკუთარ თავზე იმუშავე და გამოადექი პირველ რიგში თავს და მერე ქვეყანას .
გიორგი
10 იანვარი 2021 22:39
1
100 %
არდილეს
11 იანვარი 2021 09:56
0
ნაკრების უკონკურენტო მცველი სეგუნდადივიზიონის გუნდებსაც არ უნდათ ეგ არის რეალობა სამწუხაროდ ჩვენი ფეხბურთის . იმედია 2080 წლის ევროპის ჩემპიონატზე მაინც გავალთ
ტოტტი
10 იანვარი 2021 21:06
2
გავალთ როო?
Roma
11 იანვარი 2021 01:40
1
რაღაც რო დაგაკლდათ მაკედონიასთან მაგას ამტანობა ქვია
შოკირებული გულშემატკივარი
10 იანვარი 2021 20:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული