საქართველოს ნაკრების 29 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს.
მეორე კაპიტანი იაკუბ იუგასია, მესამე კი - კამილ გლიკი.
კაკაბაძე პოლონურ გუნდში 2021 წელს "ტენერიფედან" გადავიდა, ხოლო გაზაფხულზე კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. მან ეროვნული გუნდის ღირსება 65 მატჩში დაიცვა.
მთავარი სხვაა! წარმატებები ოთარს ნაკრებში და კლუბში! კიდევ მრავალჯერ გაგვახარე!