ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდა

AutoSharing Option
ფრანგული "ვალენსიენი" იუწყება, რომ კლუბმა ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა გადაიბირა.

34 წლის ჩვენებურს ლიგა 2-ის ბინადარმა გუნდმა კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი ახალ გუნდში 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ კანკავას ბოლო კლუბი ყაზახური "ტობილი" გახლდათ. ჯაბას საფრანგეთში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს და ის ერთი ხანობა "რეიმსის" ღირსებას იცავდა.

რაც შეეხება "ვალენსიენს", კლუბი საფრანგეთის მე-2 ლიგაში ასპარეზობს და 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.
მკითხველის კომენტარები / 21 /
"კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაუფორმა"...
ზაფხულამდე რაღა დარჩა რო?!...
buba
14:53 17-01-2021
0
მე მაინც "ანართოსიზს" და "როტორს" ვურჩევდი)))
ჯაბა
12:53 17-01-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული