football24: კვარაცხელიასთვის რუსეთში დარჩენა მავნებელია - დავაკვირდეთ გენიოსს გაზაფხულზე!

AutoSharing Option
football24-მა წერილი გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებზე, რომელთათვისაც რუსეთის პრემიერლიგაში დაყოვნება მავნებელია. ასეთად 6 ფეხბურთელი მიიჩნია: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), სერდარ აზმუნი (ზენიტი), ნიკოლა ვლაშიჩი (ცსკა), ალექს კრალი (სპარტაკი), მატიას ნორმანი (როსტოვი) და ვიქტორ კლასონი (კრასნოდარი). აი, რას წერს გამოცემა კვარაცხელიაზე:

"გასაგებია, რომ ახლა "რუბინი" დრიბლიორ ხვიჩას რაც შეიძლება დიდხანს შესანარჩუნებლად ძალზე მოკრძალებული კლუბია. შემოთავაზებები უამრავია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთში დიდხანს დარჩენას არ აპირებს - ამის შესახებ წლის ბოლოს (ის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ამ ქვეყნის 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს) თავად ნახევარმცველმა თქვა, რომელიც
თებერვალში 20 წლის გახდება.

ყაზანურ გუნდშიც მთავარი ტალანტის განვითარებასა და მის მისწრაფებას, თავი ევროპაში გამოსცადოს, სწორად უდგებიან. "ჩვენ ყველანი დაინტერესებულნი მხოლოდ ფინანსებში კი არა, არამედ იმაშიც ვართ, რომ ბიჭი გაიზარდოს და განვითარდეს. რაღაც თანხებზე საუბარი ნაადრევია. დაე, ჯერ წინადადებით მოგვმართონ", - განაცხადა დეკემბერში "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა.

მაქსიმალურად სწრაფად ხვიჩას გაყიდვა ყაზანელებს მიზნად არ დაუსახავთ, მაგრამ მსუყე წინადადების შემთხვევაში, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს (მათ შორის, აგენტს), ზაფხულში ლამაზი ტრანსფერის გაჩარხვა შეუძლიათ. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ კვარაცხელია ჯერ მენტალურად ბოლომდე არ გაზრდილა (სლუცკიმ თქვა, რომ ბიჭი 'დისნეილენდში" ცხოვრობს) და "რუბინმა" კიდევ ცოტა უნდა გამობრძმედოს რუსეთის პრემიერლიგაში. არა მგონია, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი პირდაპირ ჩემოდნების ჩალაგებას აიძულებს, მაგრამ ხვიჩას უახლოეს 1-2 წელიწადში წასვლა მაინც გარდაუვალია.

გენიოსის პროგრესს გაზაფხულზე დავაკვირდეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხლა ხვიჩამ ვარჯიშების პარალელურად უნდა დაიწყოს ინგლუსურის სწავლა,რათა სადაც არ უნდა მოხდეს,Მალე რომ შეძლოს იმ გუნდში ადაპტაცია.აუცილებლად
კახა ქ.
22:34 19-01-2021
2
ჯობია ერთი წელი მაინც დარჩეს რუსეთში, რუბინში ენდობიან და თამაშობს სისტემატურად, ევროპაში თე კარგი გენდი აიყვანს, საეჭვოა იმდენი დრო ათამაშონ როგორც აქ, ეს ფეხბურთელზე ცუდად იმოქმედებს, ასე რომ ჯობია აქ დაღვინდეს როგორც ფეხბურთელი და მერე წავიდეს ევროპის ისეთ გუნდში, სადაც ეცოდინება რომ ენდობიან
Nukri
22:24 19-01-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული