ცუდია, კვარაცხელია რუსი რომ არაა - "სპარტაკის" ლეგენდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 90-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ვალერი კეჩინოვმა championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ვინ არიან პრემიერლიგის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელები? ძალიან მომწონდა ზელიმხან ბაკაევის (ინგუში) თამაში. მოედანზე ლამაზად მოქმედებდა, თუმცა რატომღაც შეწყვიტა. ნამდვილად არ ვიცი, რაშია საქმე. იქნებ კვლავ წარმოაჩინოს თავი.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგია, ძალიან ბევრი რამ შეუძლია, ნიჭიერია, საოცარი ფეხბურთელი. გული მწყდება, რუსი რომ არ არის", - თქვა კეჩინოვმა.


მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსებს ყავდათ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები სტრელცოვი ივანოვი ვორონინი პონედელნიკი მაგრამ დრიბლინგი არცერთს არ ქონდა,ხოლო ქართველები სწორედ დრიბლინგით გამოვირჩევოდით.მესხი მეტრეველი გუცაევი დარასელია და სხვა ახლა ხვიჩა.მოკლედ დრიბლინგი ჩვენია.
ამაშია საქმე
28 იანვარი 2021 23:14
2
სტრელცოვს ჰქონდა დრიბლინგიც და ყველაფერი. არ ჰქონდა მიშასთანა ფინტები. ხვიჩა, თვითნაბადი ბრილიანტია. მას სჭირდება დიდი მუშაობა თავით თამაშის დასახვეწად და სტანდარტულების შესასრულებლად. მას ხელს ძალიან უწყობს, სისწრაფე, სიმაღლე, მოედნის ხედვა, მუყაითობა და თვითდაჯერებულება. მაგრამ კიდევ ბევრი აქვს თავისთავზე სამუშაო, რომ გახდეს მსოფლიოში საუკეთესო და მას ეს ძალუძს.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
15 აპრილი 2021 18:41
0
დრიბლინგი ამშვენებს ფეხბურთს. ამიტომ არის ულამაზესი, ბრაზილიური და არგენტინული ფეხბურთი. ქართველი სუპერვარსლვლავების გვერდით, ბასა ღოღობერიძე, გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ჭკუასელი, სიომა ბარქაია, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, მანუჩარ მაჩაიძე, ვლადიმერ გუცაევი, გივი ნოდია და ბევრნი სხვანი. შესანიშნავი დრიბლინგი ჰქონდა თამაზ კოსტავას, კაცი ორ ნომერზე თამაშობდა. რამდენი ჩამოვთვალოთ. ამდენი დრიბლინგიორი, საბჭოთა ქვეყნების, არცერთ რესპუბლიკაში არ დაბადებულა.
ფეხბურთის ძველი გულშემატკივარი.
15 აპრილი 2021 18:31
0
რუსული ფეხბურთის ოლიმპი კვარაცხელიას უკავია, კალათბურთის -შენგელიას. რუსეთი კი არა ბევრი ქვეყანა ვერ შეგვედრება ნიჭიერებით. მთავარია ქვეყნის მოძლიერება და საქმისადმი სწორი მიდგომა და ბევრს დავუმტკიცებთ ვინ ვართ, შეხედეთ ხორვატიას, ჩვენსავით პატარა ქვეყანაა და ყველაფერში ძლიერია...
merabi-1960
28 იანვარი 2021 21:22
1
ბარსუკა
ოლიმპი ჯერ არ უკავია, თუმცა, კარგი პრესა აქვს. სპორტექსპრესმა 2020 წლის ათეულში არ შეიყვანა
29 იანვარი 2021 12:06
0
ცუდი კი არა, კარგია რუსი რომ არაა.
ბადრი
28 იანვარი 2021 20:12
1
ჩემიღლე ჩეიდევით რუსებმა
28 იანვარი 2021 18:22
10
რუსი რო იყოს მასე ხო არ ითამაშებდა...
ზაზა
28 იანვარი 2021 15:20
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული