ცუდია, კვარაცხელია რუსი რომ არაა - "სპარტაკის" ლეგენდა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" 90-იანი წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ვალერი კეჩინოვმა championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა.

"ვინ არიან პრემიერლიგის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელები? ძალიან მომწონდა ზელიმხან ბაკაევის (ინგუში) თამაში. მოედანზე ლამაზად მოქმედებდა, თუმცა რატომღაც შეწყვიტა. ნამდვილად არ ვიცი, რაშია საქმე. იქნებ კვლავ წარმოაჩინოს თავი.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან კარგია, ძალიან ბევრი რამ შეუძლია, ნიჭიერია, საოცარი ფეხბურთელი. გული მწყდება, რუსი რომ არ არის", - თქვა კეჩინოვმა.


მკითხველის კომენტარები / 8 /
რუსებს ყავდათ მსოფლიო კლასის ფეხბურთელები სტრელცოვი ივანოვი ვორონინი პონედელნიკი მაგრამ დრიბლინგი არცერთს არ ქონდა,ხოლო ქართველები სწორედ დრიბლინგით გამოვირჩევოდით.მესხი მეტრეველი გუცაევი დარასელია და სხვა ახლა ხვიჩა.მოკლედ დრიბლინგი ჩვენია.
ამაშია საქმე
23:14 28-01-2021
2
რუსული ფეხბურთის ოლიმპი კვარაცხელიას უკავია, კალათბურთის -შენგელიას. რუსეთი კი არა ბევრი ქვეყანა ვერ შეგვედრება ნიჭიერებით. მთავარია ქვეყნის მოძლიერება და საქმისადმი სწორი მიდგომა და ბევრს დავუმტკიცებთ ვინ ვართ, შეხედეთ ხორვატიას, ჩვენსავით პატარა ქვეყანაა და ყველაფერში ძლიერია...
merabi-1960
21:22 28-01-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული