პოლონური საიტი kkslech.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი კარიერას პოზნანის "ლეხში" განაგრძობს.
კლუბმა, რომლის რიგებშიც საქართველოს ეროვნული გუნდის კიდევ ერთი წევრი, ნიკა კაჭარავა გამოდის, კვეკვესკირს კონტრაქტი 6 თვეს +2 წლის სისტემით გაუფორმა.
გამოცემა წერს, რომ გუნდში ზაფხულში რადოსლავ მურავსკის ("დენიზლისპორი") მოსვლას ელიან, იქამდე კი კვეკვესკირი იასპერ კალსტრომის შემცვლელი იქნება.