"ლეხი" კვეკვესკირს კონტრაქტს გაუწყვეტს

AutoSharing Option
Gol24 ჟურნალისტ დავიდ დობრაშის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინენა, რომ საქართველოს ნაკრების 32 წლის საყრდენი ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი, დიდი ალბათობით, "ლეხს" დატოვებს.

პოზნანური გუნდის ახალი მწვრთნელი, დანიელი ნილს ფრედერიკსენი, კვეკვესკირს გუნდის სათამაშო სქემაში ვერ ხედავს და კლუბი ფეხბურთელის აგენტთან კონტრაქტის გაწყვეტაზე აწარმოებს მოლაპარაკებას.

კვეკვესკირი "ლეხში" 2021 წელს გადავიდა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. პოზნანელთა რიგებში მან 126 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.

ნიკა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შვებულებაშია და როგორც ჩანს, ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ესკირს კონტრაქტს გაუწყვეტს" style="height: 50px; width: 50px;" />"მოდის ეს იტალიელი ფანი და მეკითხება, კვარაცხელიას მომავალი არ იციო?! ვუპასუხე, რომ..." - კვეკვესკირისა და ხვიჩას საუბარი, რა ხდება ნაკრების შიდა სამზარეულოში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნიკა, წარმატებებს გისურვებ! და დიდი მადლობა ნაკრებში თავდადებისთვის! გაიხარე და გაგვახარე! მთელ საქართველოს უყვარხარ!
alexandre
13:30 10-07-2024
0
კვეკვე რაც გინდა ის ქენი სადაც გინდა წადი ჩვენ შენ გვიყვარხარ!მთელკ კარიერის მანძილზე რაც გაგიკეთებია და გააკეთებ აწი ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა.საბერძნეთთან გატანილი პენალტით შენ გადახაზე ყველაფერი!შენ ხარ გმირი ჩვენთვის სუპერ გმირი და იქნები მუდამ!ნუ მაინც იმედია ეროვნულში დაბრუნდები ტორპედო ან ბათუმი
შახრუდინი
10:33 10-07-2024
1

სიახლეები პოპულარული