კორეელი ფეხბურთელი: ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინისა" და სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ხვან იმ ბომმა რუსულ "მატჩ ტვ"-სთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"რუსეთის პრემიერლიგაში, ისე, როგორც MLS-ში, ძალიან ბევრი ტექნიკური ფეხბურთელია. თუმცა ეს სპორტი მხოლოდ ტექნიკა არაა, არამედ - ფიზიკა და ინტელექტი. მე ცოტა განსხვავებული სტილი მაქვს, ის რუსი ფეხბურთელების უმრავლესობისგან განსხვავდება. თუმცა აქ არიან მაგარი ბიჭები, მაგალითად, ვლაშიჩი და რამდენიმე "არმიელი". "ზენიტის" მოთამაშეები ბურთთან ერთად ბრწყინვალედ მუშაობენ. "კრასნოდარი" მომწონს, ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ლამაზ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

ცხადია, თანაგუნდელებსაც
დავასახელებ. მაგალითად, დარკო იევტიჩსა და შატოვს. კვარაც, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება.

აქამდეც მითქვამს, რომ კვარას ბრწყინვალე პერსპექტივები აქვს. ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, ასე რომ, მასზე არ ვნერვიულობ. მწვრთნელი ეტყვის, როდის დაშორდეს ბურთს და დაიჭიროს. ხვიჩა სუპერფეხბურთელი აუცილებლად გახდება", - თქვა იმ ბომმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ვარსკვლავი გახდეს ახლა მთავარია ისეთ კლუბში წავიდეს რომელიც ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს და ჩემპიონთა ლიგას თამაშობს მაგალითად დორტმუნდი აიაქსი ლილი ზალსბურგი რომელიმე ამ კლუბში თუ გადავა დარწმუნებული ვარ 1-2 წელიწადში მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება ახლა რომ წავიდეს გრანდში და დასვან სკამზე ეგ ნადვილად არ მინდა ხორვატული ფეხბურთის მომვალთ ითვლებოდა პიაცა გადავიდა იუვენტუსში და იქ დასრულდა მისი კარიერა იმის საერთოდ არ უწევდა თამაში ისეთ გუნდში უნდა წავიდეს სადაც ათამაშებენ და ყველაფერი გამოუვა.
გიო
12:52 03-02-2021
1
ამინ ჩემო კორეელო ძმაო!
ტატო
16:32 03-02-2021
0

სიახლეები პოპულარული