გრიგალავა გრიგალისებრ უტევდა და გოლიც გაიტანა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ტულის "არსენალის" 31 წლის მცველმა გია გრიგალავამ გამოიჩინა თავი.

"არსენალმა" მორიგ საკონტროლო მატჩში ბულგარეთის "მონტანას" 4:0 სძლია და ამ შეხვედრაში თქვენი მოწონებული გაისარჯა ქართველი ლეგიონერი.

"მეთოფეთა" კლუბის საიტი აღნიშნავს, რომ გრიგალავამ 27-ე წუთზე იუველირული პასით საგოლე კომბინაცია წამოიწყო, 37-ე წუთზე კი თავადაც გაიტანა გოლი. მეორე ტაიმში ტულელთა მწვრთნელმა მთელი შემადგენლობა შეცვალა და ანგარიში პირველი ტაიმისა დარჩა.

20 თებერვალს გრიგალავას გუნდს მძიმე მატჩი ელის პეტერბურგში - რუსეთის თასის 1/8-ფინალში "ზენიტთან", 27 თებერვალს კი ჩემპიონატის მე-20 ტურში გასვლაზე "სოჭის" დაუპირისპირდება.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი ჯიმი გაქვთ ადმინისტრაციას თუ რაშია საქმე
ბაჩი
04 თებერვალი 2021 21:36
0
იცი არ ვარ წინააღმდეგი იქ იბუჯურონ, ფული აკეთონ, მარა ნაკრები??? ეგ უკვე სხვა სპორტია.
gela
04 თებერვალი 2021 20:38
1
მერე რამდენი "ბაკალი კვასი" დალია?
zurab
04 თებერვალი 2021 10:07
11
ინტრიგანი თუარხარ რაში გაინტერესებს რამდენი ბაკალი კვასი დალია თუ რამდენი ქოთანი პელმენი ჭამა? მის თამაშს თუ უყურებ და ოდნავ გესმის ფეხბურთი ნახავ რო თავის საქმეს საკმაოდ ხარისხიანად ასრულებს!
zurabs
04 თებერვალი 2021 11:45
1
"ამ შეხვედრაში თქვენი მოწონებული გაისარჯა ქართველი ლეგიონერი" - ???. და თქვენ მოგწონთ?
va-va
04 თებერვალი 2021 09:36
7
კარგით კარგით რა გრიგალავა არა კვახი ფეზბურთის აზრზე არ ვართ
den bosxi
04 თებერვალი 2021 06:15
7
აუ ბრავო რა ორიგინალური სათაურია!!!
ავოეეეეეეეეეე
გირშელი
04 თებერვალი 2021 05:11
1
ეს ბიდონი კიდევ თამაშობს?
ჯაკო
04 თებერვალი 2021 00:42
43

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული