"რუბინის" ნახევარმცველი: ხვიჩას შეზღუდვა არ შეიძლება - ვაქცინას არ გავიკეთებ

AutoSharing Option
"რუბინის" ნახევარმცველმა დენის მაკაროვმა "სპორტ-ექსპრესთან" ვრცელ ინტერვიუში თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიასა და კორონავირუსთან ბრძოლის შესახებაც ისაუბრა.

- შენ და კვარაცხელია პრემიერლიგის ერთ-ერთი იშვიათი ფეხბურთელები ხართ, რომლებიც თამამად მიდიხართ დრიბლინგზე...
- დიახ, მაგრამ კიდევ ლესოვოი და ეჯუკე არიან. ვფიქრობ, როგორც სლუცკი ამბობდა, ეს რაღაც ეზოს მაგვარია. ჩვენ ხომ კომპიუტერი არ გვქონდა. მახსოვს ვარჯიშები და აკადემიაში ტურნირები, ბავშვობაში ეზოში ყოველდღე ვთამაშობდით ფეხბურთს.

- შენ შემტევ სამეულში ხვიჩასთან ერთად თამაშობ, რომელმაც შესანიშნავი წელი ჩაატარა. რაშია მისი ფენომენი, ყველას რატომ უნდა მისი შეძენა?
- ნიჭიერი ფეხბურთელია.
ძალიან ტექნიკური ბიჭია და მოედანს ხედავს. ხდება ხოლმე, ბურთს ზედმეტად იჭერს, მაგრამ თუ თამაში მისდის, ვერავინ შეაჩერებს.

შეუძლია მეტოქეები გაიტყუოს, თავისუფალ ზონაში პარტნიორი ნახოს ან გოლი გაიტანოს. ხვიჩამ ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა. ის ძალიან ახალგაზრდაა. როდესაც ასაკი მოემატება, უეჭველი მოუმატებს. მას ყველაფერი წინ აქვს. თუ სწორ მიმართულებას მისცემენ, კვარა ევროპაში ითამაშებს.

- ხანდახან ხვიჩა ბურთს კარგავს და ამის გამო თავდაცვა გიწევთ. ასეთ მომენტებს როგორ აღიქვამთ?
- ასეთიც ხდება, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ მისი შეზღუდვა არ შეიძლება. როდესაც თამაში მისდის, ვერ შეაჩერებ. გასაგებია, უკან სირბილი ჩვენთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ რას ვიზამთ? ჩვენ ყველანი ვცდებით. ხვიჩამ გამოცდილება უნდა შეიძინოს.

- ვარსკვლავური ავადმყოფობა არ აქვს?
- არა, ძალიან მშვიდი ბიჭია. რუსულად ცუდად ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან კეთილია, სასიამოვნო. ვარსკვლავური ავადმყოფობა მასში არასოდეს დამინახავს.

Sportall.Ge

- კორონავირუსი როგორ შეგეხო?
- ისე მოვიხადე, ვერც ვიგრძენი. ჩამოვედი ნაკრებიდან და დადებითი ტესტი ჩავაბარე. უსიმპტომოდ ვიავადმყოფე.

მთლიანობაში, ფეხბურთელები მიეჩვივნენ ახალ რეალობას, მაგრამ პირბადე, ხელთათმანები - ეს სრული ბოდვაა. თუ ადამიანები ავადმყოფობენ, იავადმყოფებენ. იმედია, მალე ყველაფერი დასრულდება.

- ვაქცინაციაზე რას იტყვი?
- ამაზე არ მიფიქრია, არ შემისწავლია, თუ ვაქცინა რამდენად ეფექტურია. გავიგე, უნდათ, ნაკრებში ვაქცინა ყველას გაუკეთონ.

იმედი მაქვს, ფეხბურთელებს აზრს ჰკითხავენ. მე თუ მკითხავენ, უარს ვიტყვი. ჩვენგან ისედაც რობოტებს ქმნიან და კიდევ ვაქცინაცია. არ მჯერა ამ ყველაფრის.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული