ხარაიშვილი "ფერენცვაროშში" დვალთან გადავიდა

AutoSharing Option
24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგიდან" "ფერენცვაროშში" გადავიდა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი იცავს.

ბუდაპეშტური კლუბი თავისი საიტით იტყობინება, რომ შვედეთის თასზე გამარჯვებულ ხარაიშვილს კონტრაქტი გაუფორმეს.

ხარაიშვილი "გეტებორგში" "საბურთალოდან" 2018 წელს გადავიდა და მის რიგებში 70 მატჩში 18 გოლი გაიტანა. გიორგის საქართველოს ნაკრებში 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

"ფერენცვაროში" უნგრეთის ჩემპიონატის ლიდერია, უახლოეს მდევარ "პუშკაშ აკადემიას" 20 ტურის შემდეგ 16 ქულით უსწრებს და 14 თებერვალს სტუმრად "მეზოკოვეშდს" დაუპირისპირდება.

"ფერენცვაროში" სისტემატურად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე და ხარაიშვილისთვის ამ
გუნდში გადასვლა კარიერაში წინ გაგადგმული ნაბიჯია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კარგი ტრანსფერია და ნკრებსაც გამოადგება ხარაიშვილი.
ziko
14:23 15-02-2021
0
დიდი ალბათობით წინ გადადგმული ნაბიჯია. წარმატებები!!!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული