"გეტებორგის" მწვრთნელი: ხარაიშვილმა სწორედ ამიტომ დაგვტოვა

AutoSharing Option
"გეტებორგის" მთავარმა მწვრთნელმა როლანდ ნილსონმა გუნდის აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელის გიორგი ხარაიშვილის "ფენერცვაროშში" ტრანსფერზე ისაუბრა.

"ჩვენი სურვილია, რომ ტალნტები შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს ხშირად არ გამოგვდის. როდესაც ფეხბურთელი იზრდება და ვითარდება, მას უფრო მაღალ დონეზე სურს ასპარეზობა.

ხარაიშვილმაც სწორედ ამიტომ დაგვტოვა. მას სურდა ძალები უკეთეს გუნდში და ჩემპიონატში მოესინჯა, რასაც გაგებით მოვეკიდეთ.

მან აქ 3 არაჩვეულებრივი წელი გაატარა და მხოლოდ სამადლობელი სიტყვები ეკუთვნის. გიორგის დიდ წარმატებებს ვუსურვებ", - თქვა ნილსონმა.

აქვე გეტყვით, რომ შვედეთის ალსვენსკაში ხარაიშვილმა "გეტებორგის" ფორმა სამ სეზონში 70-ჯერ
მოირგო და 18 გოლი გაიტანა. ის ამიერიდან ლაშა დვალთან ერთად "ფენერცვაროშის" ღირსებას დაიცავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ხოდა გიორგის არ იძახებდნენ ნაკრებში "გიოტებორგი" რა გუნდიაო და სამაგიეროდ ნაკრებში ადგილი გარანტირებული ქონდა "სან ხოსეში" შიგადაშიგ მოთამაშე ყაზაიშვილს. მერე იტყვიან, ფედერაცია არავის "კრიშავდაო"
არტ
14:29 15-02-2021
1

სიახლეები პოპულარული