საბა კვირკველიამ ვილი სანიოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი იქნება და ეს ამბავი უკვე ყველასთვისაა ცნობილი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელ საბა კვირკველიას დავუკავშირდით და მოსაზრებას დავეკითხეთ.

"სანიოლი ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და როგორც მწვრთნელი, ვფიქრობ, რომ საკმაოდ მაღალი დონისაა.

ყველა ფეხბურთელისთვის ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დიდებული კარიერის მქონე მოთამაშესთან და ერთ-ერთ უძლიერეს ფეხბურთელთან ერთად მოგიწევს მუშაობა.

ვფიქრობ, რომ სანიოლი ფეხბურთელებს ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. რა თქმა უნდა, ფედერაციამ კარგი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელზე, ჩემპიონთა ლიგის
გამარჯვებულზე...

მოუთმენლად ველი სანიოლთან ერთად მუშაობას და იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ", - ამბობს კვირკველია.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არ დაიღალეთ ამდენი ნეგატივის ლაპარაკით? ვაცადოთ, ვნახოთ, კარგი ფეხბურთელი იყო, ფეხბურთში კარგადაა ჩახედილი, მადლობა ვუთხრათ, რომ დათანხმდა საქართველოს ნაკრების ხემძღვანელობას. (ამას ბევრი ვერ გაბედავდა)
x.x
20 თებერვალი 2021 13:51
1
საინტერესოა 25 ნაკრების მოთამაშისგან რა ნიშნით ეს შეირჩა? კარგი ორატორია?გონებამახვილია თუ ავტორიტეტულია? ალბათ პრინციპულია რპლ-ს რომ არ ღალატობს.
vaxo
18 თებერვალი 2021 13:58
4
"როგორც მოსვლით-ისე წასვლით გაგვახარე", ეს პირველ რიგში თვითონ უნდა ესმოდეს. პირველი დარტყმა ნაკრების ბოლო ორი თამაშის გამოხმაურება იყო, სანამ საბოლოოდ არ გაბ
..ები არ მოეშვები?
სერგო
18 თებერვალი 2021 09:58
4
საბა დარაგოი, თქვენი კარიერის მთავარი და გადამწყვეტი თამაში, თქვენ სამწუხაროდ უკვე წააგეთ. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ჩვენი ეროვნული ნაკრების #1 ქომაგისათვის დიდი დარტყმა იყო. სამომავლოდ რა თქმა უნდა უსურვებ წარმატებებს ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და თუ ეს ჩემს სიცოცხლეშივე მოხდება, ამას არაფერი აჯობებს.
ზაალ
18 თებერვალი 2021 05:00
3
სანამ გეტყვიან და მიგითითებენ კარისკენ, თავმოყვარე ადამიანი, ნებისმიერი პოოფესიის რეალობას უნდა ეგუებოდეს
ლამაზად წასვლა რჩეულთა ხვედრია და ოდესღაც საამაყო ადამიანმა სასაცილოდ არ უნდა გაიხადო თავი.
სერგო
17 თებერვალი 2021 18:13
28
არაფერი პირადული საბა! ყველაფერს თავის დრო აქვს, ადამიანი უნდა ხვდებოდეს როდის მთავრდება კარიერა, მსახიობს, სპორცმენს ვფიქრობ სანამ წარმატებულია და სასაცილო გახდება, ღირსეული კარიერული ფინიში უნდა შეძლოს.
ჯაბა
17 თებერვალი 2021 18:08
26
მგონი კაშია კვირკველიას დუეტი ცენტრში შეიცვლება დვალი ხოჭოლავას დუეტით,რადგან ესენი ლიგაზე თამაშობენ და სათამაშო პრაქტიკაც აქვთ.
მამუკა
17 თებერვალი 2021 17:31
1
ვაის გავეყარეთ და ვილის შევეყარეთ!
N
17 თებერვალი 2021 17:15
10
არც მე მომეწონა ფედერაციის ეს გადაწყვეტილება,მე ცხადაზე უფროუკეთესივარიანტი მგონია.წარმატება ვუსურვოთ ნაკრებს.
ushangi
17 თებერვალი 2021 17:07
8
დაფიქრდით , ცხადაძეს რანაირად მოიყვანდნენ? , კაცი იყო და მოხსნენს და ეხლა ისევ დასვამდნენ ? რატო გჯერათ ზღაპრების?
ლშა
17 თებერვალი 2021 18:29
1
მაგას მე მგონი ისევ ცხადაძე ჯობდა
თემო მ.
17 თებერვალი 2021 15:37
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული