ნინუა საბერძნეთის ჩემპიონატის 5 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელეს

AutoSharing Option
რუსულ სპორტულ პორტალ sports-ზე გამოქვეყნდა ბლოგი, სათაურით: "საბერძნეთის ჩემპიონატის მთავარი ახალგაზრდა ტალანტები" და 5 ფეხბურთელიდან შემდგარ სიაში მე-3 ადგილზე ქართველი ნიკა ნინუა დასახელდა.

აი, რა წერია ნიკას შესახებ ბლოგის ტექსტში:

"მესამე ადგილზე პაოკ-ის საყრდენ ნახევარმცველ ნიკა ნინუას ვაყენებთ. 2020 წელს ბერძნულმა კლუბმა თბილისის "დინამოს" 850 000 ევრო გადაუხადა. ახალ გუნდში მოედანზე ხშირად არ გამოდის, თუმცა, დროის გასვლასთან ერთად, ვფიქრობთ, მეტი დროც შეიძლება მიიღოს.

საქართველოს ჩემპიონატში თამაშის დროს თავი ლამაზი გოლით დაგვამახსოვრა. საყრდენის გარდა 10 ნომერზე თამაშიც შეუძლია. ძლიერი მხარეებიდან გამოსარჩევია
ფიზიკური მონაცემები, ართმევა, გამძლეობა, თავით თამაში და ასევე, საქართველოში საჯარიმო დარტყმებს თამაშისას ბრწყინვალედ ასრულებდა."

21 წლის ნახევარმცველს გერმანული საიტი transfermarkt-ი 1 მილიონ ევროდ აფასებს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში პაოკ-ის რიგებში 9-ჯერ ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
გელა მოვიდა გელა წავიდა გელა გელა გელა
ნუგზარა
20 თებერვალი 2021 09:33
1
კაცს არ უთამაშია და საუკეთესოებშია, რო ითამაშოს რაღას იზამს. ნიჭიერი ბავშვია, თუ იშრომა ითამაშებს ფუტბოლს
მეგრელი
19 თებერვალი 2021 22:44
0
მონაყოლი თუ გაითვალიხწინეს, თორე მაგას იქ არ უთამაშია."დინამოში" უფრო ჩანდა.
gela
19 თებერვალი 2021 22:31
1
მაგარ გუნდშია მოხვედრილი და შრომა უნდა გააგრძელოს,პაოკი ისეთი გუნდია აუცილებლად დაუფასებენ შრომას.
ziko
19 თებერვალი 2021 22:15
1
10 wuts atamasheben maximum,arada martla kai fexburtelia da warmatebas vusurveb.
P.S. Saberdznetis chempionatic kai dgeshia,utamashebels ro sameulshi sheiyvan
Paok
19 თებერვალი 2021 18:13
0
ამ რუსეთს, ხომ ვერ გავცდით :| საუკეთესო ალბათ სკამზე ჯდომაში... მოკლედ ევროპისთვის კაპიკად არ ვარგივართ.. მენტალიტეტი გვიშლის ხელს...
აკო
19 თებერვალი 2021 18:10
13

სიახლეები პოპულარული