თურქული შეკრების უკანასკნელ საკონტროლო მატჩში "რუბინმა" ხვიჩა კვარაცხელიას გოლით "კაირათი" 1:0 დაამარცხა და 30-ე წუთზე ხვიჩამ თავად მოითხოვა შეცვლა. ამან, რა თქმა უნდა, გულშემტკივარი შეაშფოთა, თუმცა საშიში არაფერია - მან დღეს გუნდის ტრადიციულ სათამაშო, სახალისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და როგორც სურათებიდან ჩანს, საკმაოდ ხალისიანადაც იყო.
შეგახსენებთ, მარტის ბოლოს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩს ჩაატარებს და ხვიჩასა და ეროვნული გუნდის წამყვანი ფეხბურთელების მწყობრში ყოფნა აუცილებელია.
იქამდე კი ხვიჩას "რუბინს" ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანესი მატჩები აქვს და რუსეთში დაბრუნებისთანავე იქაურ გრანდებს
შეეტოქება - 28 თებერვალს მოსკოვში "სპარტაკს" და 8 მარტს ყაზანში "ზენიტს. ასე რომ, კვარაცხელიას სერიოზული გამოცდები ელის.
კვარას წარმატებები, თქვენ კი ცოტა თავი შეიკავეთ ქებით ამ ბიჭების, ჯერ არაა ამისი დრო.