"წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრები არ უნდა აირჩიოს, ის ამით კარიერას დაინგრევს" - უკრაინული პრესა

AutoSharing Option
უკრაინულმა საიტმა Gazeta.ua-მ კიევის "დინამოს" საკუთრებაში მყოფი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა იგორ ციგანიკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჟამად პოლტავის "ვორსკლაში" იჯარით მობურთავე 20 წლის ჩვენებურმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

აღნიშნულ სტატიაშიც სწორედ ამის შესახებაა საუბარი და მას უცვლელად გთავაზობთ:

"ჟურნალისტმა იგორ ციგაკინმა თქვა, რომ გიორგი წიტაიშვილი, რომელიც 2019 წელს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

ჯერჯერობით ფეხბურთელს ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.

წიტაიშვილი "დინამოს" ერთ-ერთი უდიდესი
ტალანტია. ის 15 წლის ასაკში უკვე ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა, 17 წლის ასაკში კი კიეველთა პირველ გუნდში ჰქონდა დებიუტი.

სიჩქარე, მუშაობა ბურთთან - მოთამაშეს აქვს ყველაფერი, რომ გაიზარდოს და გახდეს მაღალხარისხიანი ნახევარმცველი.

20 წლის ასაკში ყველა ფეხბურთელს არ შეუძლია "დინამოს" ძირითადში თამაში. მით უმეტეს, თუ ამ კლუბში ვიქტორ ციგანკოვი ირიცხება, რომელიც უკრაინის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.

აქედან გამომდინარე, კიეველებმა ქართველი "ვორსკლაში" გაუშვეს, რათა სათამაშო დრო ჰქონდეს და შემდეგ მან გუნდში ციგანკოვი ჩაანაცვლოს.

პოლტავურ გუნდში გადასვლა გიორგისთვისაც კარგია. მან პირველ ამხანაგურ შეხვედრაში "რუხს" გოლი უკვე გაუტანა.

უკრაინულ პასპორტზე უარის თქმამ წიტაიშვილისთვის შესაძლოა, უარყოფითი შედეგი მოიტანოს, რადგან ის უკვე ლეგიონერი გახდება და ლიმიტის ქვეშ მოხვდება.

მწვრთნელები უკვე დაფიქრდებიან იმის შესახებ, რომ ის უკვე 1 თავით მაღლა უნდა იდგეს უკრაინელ მოთამაშეებზე, რადგან გიორგი უკვე ლეგიონერი იქნება.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ წიტაიშვილი უკრაინის ნაკრებში თამაშის შანსს დაკარგავს. საქართველოსგან განსხვავებით, ახლა ჩვენი ეროვნული გუნდი უფრო კარგ მდგომარეობაშია.

უკრაინას ყოველთვის შეუძლია მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე თამაში, საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი ჯერჯერობით მსგავს შედეგს ვერ მიაღწია.

საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია და იქაურ პირველობაზე დაბალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ.

საუკეთესო ქართველ ფეხბურთელებად გიორგი ჩაკვეტაძე და ხვიჩა კვარაცხელია ითვლებიან. ძალიან გვეეჭვება, რომ ქართველებს უახლოეს წლებში დიდ საფეხბურთო ფორუმებზე გასვლის პრეტენზია ჰქონდეთ.

წიტაიშვილისთვის, ალბათ, რთულად მისაღები იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ნაკრებში წარმატებული არ ხარ, დიდ ევროპულ კლუბში მოხვედრა გაგიჭირდება.

საინტერესოა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არც საქართველოს ნაკრებში აქვს. მის პოზიციაზე იქ უკვე წლებია ლევან შენგელია და საბა ლობჟანიძე ასპარეზობენ.

ყველას კარგად ახსოვს ბექა ვაჩიბერაძე. ის "შახტარის" უდიდესი ტალანტი იყო და მან უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში ყველა ეტაპი გაიარა, შემდეგ კი საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.

იცით, რომ ის ახლა უგუნდოდაა?! - საინტერესოა, წარმატების ადვილად მიღწევის სურვილმა ვაჩიბერაძეს კარიერა დაუნგრია. ის ჯერ დაბალი დონის კლუბებში ასპარეზობდა, ახლა კი საერთოდ არავინ ეძახის.

უკრაინის ნაკრებში წიტაიშვილის პოზიცია საკმაოდ პრობლემატურია. იარმოლენკო, კონოპლიანკა და მარლოსი უკვე 30 წელს გადასცდნენ.

ჯერ კიდევ არავინ იცის, ითამაშებენ თუ არა ისინი ეროვნულ გუნდში მომავალ მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე.

წიტაიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას საქართველოს ნაკრებში თამაში კარგს არაფერს მოუტანს. სენტიმენტები და სამშობლოს სიყვარული გვესმის, მაგრამ მან კარიერაზეც უნდა იფიქროს", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 35 /
ღმეღთო!!! ჩაკვეტაძე და კვარცხელია გვიმყოფე ჯანმრთელად და განახებთ, სადაა უფრო პერსპექტიული თამაში და კარიერა, სანიოლიმ თუ ჩამოიყვანა მიქაუტაძეც, მერე ვილაპარაკოთ ჩვენ...
s
25 თებერვალი 2021 17:26
0
ყველა ეგრე ეცდებოდა. აი ჩვენ, აქ დაბადებულს და გაზრდილს, აქ რო ჩამოყალიბდა ფეხბურთელად, ითამაშა ახ.ნაკრები, მოკლედ იცით რამდენი წვალება და ფინანსებია საეირო და უცბათ რო გამოგვიცხადოს "დავაი დოსვიდანიე", რას ვიზავთ? ასე რომ უკრაინელები ბუნებრივ რეაქციას აძლევენ. ვიღაც წერს ხვიჩას რუსები არ ერჩიანო და წიტაიშვილს კი უკრაინელები აბულინგებენ. აბა იგივე ყოფილიყო რას იტყოდნენ? ან რა შორს მივდივარ, აი მაპატიოს ნავალოვსკიმ და რო თქვას მე პოლონელი ვარ და წავედიო.
vaxo
25 თებერვალი 2021 13:11
1
ფილმი " პირველი მერცხალი" მახსენდება)) ქუჩა-ქუჩა რო დადის დოდო და ფეხბურთელებს რო აგროვებს! აი დაახლოებით მაგ დღეში ვართ.
ლაშა
25 თებერვალი 2021 12:58
0
კარგია თუ აქ ითამაშებს წიტაიშვილი, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებში რამდენად გაამართლებს!
ვ.წ
25 თებერვალი 2021 12:24
1
სადაა ჩემი კომენტარი.
და ესაა მეგობარი ხალხი და მეგობარი ქვეყანა??? არა ყველა ცდილობს ჩვენ გამოგვიყენოს აი გინდაც მიხულას ამბავი აიღეთ, ადამიანს აქ მიუსაჯეს და იქ კი აპარპაშეს.
კვარაცხელიაზე ერთ კაცს არ დაცდენია ცუდი (რუსეთში) პირიქით ამბობენ დასანანია,რომ რუსი არააო და ა.შ.
ახლა არჩიეთ მტერი და მოყვარე, თუმცა სპორტი ხომ პოლიტიკა არაააააააა.
ლევანი
25 თებერვალი 2021 10:38
6
რა დამსახურება აქვს ამ ბიჭს ან საქართველოს ან ქართულ ფეხბურთში? ყველა ლეგიონერი თავისი ქვეყნის ელჩია და ეროვნულ საქმეს, ანუ პოპულარიზაციას ცდილობს და ქართულ იდენტობას ემსახურებიან.მხოლოდ გვარი არაა საკმარისი ეროვნ.ნაკრებისთვის, კარგად კი ბევრი უცხოელი თამაშობს, რომელიც სიამოვნებით მიიღებს პასპორტს და ეროვნული ნაკრების მაისურს.ეროვნული
ნაკრები არის უდიდესი ჯილდო და დაფასება ქართული ფეხგურთის და ქვეყნის წინაშე გაწეული დამსახურებისათვის.
vitali
25 თებერვალი 2021 09:28
1
მოძმე და მეგობარი ერი დაიბოღმა თუ რაშია საქმე?
:-)
25 თებერვალი 2021 09:21
1
ცVEN DIDI GAMOჩDILEBA GVAQVშ და ვიცით, რომ მაგას უკვე დანგრეული კარიერა აქვს: კიევში დაბრუნებული ჯერ ისტორიას არ ახსოვს.
dsag
25 თებერვალი 2021 04:08
2
უკრაინული გამოცემა რომ ამას წერს ეს არ არის გასაკვირი ისინი ხედავენ წიტეიშვილის პოტენციალს და არ უნდათ რომ დაკარგონ ეს ფეხბურთელი და რაც შეეხება იმას რომ თუ ის საქართველოს ნაკრებს აირჩევს ამით კარიერას დაინგრევსო რომ წერენ ეს სრული სისულელე მგონია,რადგან ნაკრებში თამაში დიდი პატივი და მიჰწევაა ფეხბურთელისთვის სანაკრებო თამაშებს ესწერებიან 100 ბით სკაუტები თან ახლა ისეთ ჯგუფშია საქართველოს ნაკრები რომ უამრავი სკაუტი დაესწრება ამ თამაშებს ევროპიდან და თუ კარგად ითმაშებს და კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს კარიერა დაენგრევა კიარა პირიქით შეიძება კარიერა აეწყოს კიდეც მისი თამაშით მთავარია ტრამვებმა არ შეუშალოს ხელი ვაჩიბერაძის მაგალითი საერთოდ არაფერ შუაშია რადგან ვაჩიბერაძეს არ უთამაშია საქართველოს ნაკრებში და მერე როცა საკლუბო კარიერაში შექმნა პრობლემები და დარჩა უგუნდოთ მაშინ მოისურვა ნაკრებში თამაში.
ჯონი
24 თებერვალი 2021 21:56
2
რუსებივით ნაწყლი საუბარი დაიწყეს. რაღაც მეგობრული ტონი საერთოდ არ იგრძნობა, შანტაჟს ჰგავს
მახო
24 თებერვალი 2021 20:45
3

სიახლეები პოპულარული