"შახტარში" შეიძლება მესამე ქართველი ლეგიონერი ვიხილოთ

AutoSharing Option
ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი თავისი ტელეგრამ-არხით იტყობინება, რომ უკრაინული კლუბები აქტიურად სწავლობენ ქართულ საფეხბურთო ბაზარს და თბილისის "დინამოს" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესდნენ.

ტოდოსის მტკიცებით, ცენტრალური მცველი ალექსანდრე კალანდაძე კიევის "დინამოს" შესთავაზეს, კიევურმა კლუბმა უარით უპასუხა, თუმცა შეიძლება 22 წლის ქართველი სხვა გუნდში გადავიდეს.

ასევე საკმაო მოთხოვნაა "ჩერკასის", "პოლესესა" და "შახტარის" მხრიდან 22 წლის ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის მიმართ, მაგრამ ჯერ თბილისის "დინამოსთვის" ტრანსფერის თაობაზე არ მიუმართავთ.

"შახტარი" მექვაბიშვილისთვის კარიერის გასაგრძელებლად ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს, რამეთუ ეს გუნდი ყოველ წელს მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე
და თანაც, მის ღირსებას ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
გაანებეთ ამ უკრაინას თავი, არ წახვიდეთ....
zhru
15:02 11-01-2024
7
წარმატებები საქართველოს ნაკრებს და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს!!!
tngh
13:31 11-01-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული