საბერძნეთის სუპერლიგის 23-ე ტურში ბაჩანა არაბულმა "ლამიას" სტუმრად გამარჯვება მოუპოვა.
ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე თავურით გაიტანა. მან მიმდინარე ტურნირის ცხრამეტ შეხვედრაში ოთხჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"ლამიას" განაცხადში არ იყო ნახევარმცველი გუგა ფალავანდიშვილი.
ქართველების გუნდი 18 ქულით მე-12 ადგილზეა, ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 28 თებერვალს "იანინას" უმასპინძლებს.