"სპარტაკთან" რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩი "რუბინის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისე ჩაატარა, რომ თავისი მაღალი კლასი ყველას დაანახა და ჩასაფრებული კრიტიკოსები დაადუმა. ცნობილი რუსი კომენტატორი გეორგი ჩერდანცევი ჩვენებურის თამაშმა აღაფრთოვანა.
"დროა, ხვიჩა "ბარსელონაში" გავაგზავნოთ. თამაშის დონე - კოსმოსი", - წერს ჩერდანცევი თავის "ტვიტერის" გვერდზე.