ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ გაიტანეს და "ანორთოსისს" ქულა გადაურჩინეს [VIDEO]

AutoSharing Option
კვიპროსის საჩემპიონო რაუნდის პირველ ტურში "ანორთოსისი" "აპოლონს" დაუზავდა - 2:2.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: მე-10 წუთზე "აპოლონი" დიგინიმ დააწინაურა. 23-ე წუთზე მსაჯმა უხეშობისთვის გააძევა მისი თანაგუნდელი გერე. მე-60 წუთზე დიგინიმ მეორედ დალაშქრა ლორიას კარი. 65-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა ანგარიში შეამცირა, 79-ე წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ ოქრიაშვილის მიერ მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

"ანორთოსისში" გიორგი ლორიამ, ოქრიაშვილმა და ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ბუბა დაუშვილი სასტარტოში იყო და 63-ე წუთზე შეცვალეს. "აპოლონში" სათადარიგო იყო გიორგი პაპუნაშვილი.

6 მარტს
"ანორთოსისი" "ომონიას" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 11 /
როგორც იქნა ოქრი მიხვდა საქციელს,ან გულშემატკოვრებმა მიახვედრეს ან კიდევ თემურმა,ვფიქრობ თემურმაც და გულშემატკივრებმაც
ბაჩი
02 მარტი 2021 14:15
2
ბიჭებმა ნორმალურად ითამაშეს,მაგრამ ანორთოსისი ნამდვილად არაა საჩემპიონო გუნდი. 10 კაცა მეტოქეს ბევრი ვერაფერი დააკლო. მეოთხე ადგილი იქნება მაქსიმუმი ამ სეზონში მათთვის!
gabo
02 მარტი 2021 12:02
2
ოქრიაშვილს თუ გააქვს, ძალიან ლამაზი ბურთები გააქვს. ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, თუ თამაში გამოსდის.
Lasha
02 მარტი 2021 07:52
0
Oqriashvili Jude sheidzleba nakrebs gamoadges tu formashi iqneba.
Kazaishvilis Janos da kashias imedi Agar unda gvqondes ukve.
Nika Mals Ro Ar epijona makedoniastan mshvenivrad tamashi da da vaisi momdevno tamashebshic miscemda shanss(flangis mcveli rogor gvichirs) es giorbelidze vinmem tu naxet saqmeshi sainteresoa tu igrokobs
Levani
02 მარტი 2021 07:23
0
ძალიან კარგია რომ ბიჭები შედეგიანად თამაშობენ კვიპროსში და კარგ ფორმაში არიან იმედი მაქვს ასევე გაგრძელებენ.
ძალიან სამწუხაროა რომ სანაკრებო თამაშები მოახლოვდა და უკვე ჩვენი ნაკრების ერთ ერთმა ლიდერმა კიტეიშვილმა მძიმე ტრამვა მიიღო და ან მოასწრებს დაბრუნებას ან არაა.
ჩაკვეტაძის მდგომარეობას ისეთი პირი უჩანს რომ 50-50 ზეა ან იქნება ამ მარტის თამაშებზე ნაკრებთან ერთად ან არაა.
გვილია უპრაქტიკოდაა თავის კლუბში.
რაც შეეხებათ წიტეიშვილს და მიქაუტაძეს ჯერ არაფერია ამ ბიჭების ჩამოსვლაზე საბოლოდ გადაწყვეტილი.
დაცვაში სერიოზული პრობლემები კაშია უგუნდოთაა ხოჭოლავა უთამაშებელია შახტარში.
განაპირა მცველებზე ხო საერთოდ ლაპარაკი არაა პრობლემა ამ პოზიციაზეც ასე რომ ძალიან რთული სიტუაცია და ძალიან მეშინია რომ ამ მარტის თამაშებშივე არ დასრულდეს ჩვენთვის ყველაფერი ამ ჯგუფში და ინტრიგაც კი აღარ დარჩეს ასე რომ ვინც არიან დანარჩენები ყველა უნდა იყოს კარგ ფორმაში და ჯამრთელად იმედი მაქვს კიდევ ვინმე არ დაგვაკლდება.
გელა
02 მარტი 2021 01:55
1
კარიერის საუკეთესო სეზონს არარებენ ოქტიაშვილიც და ქვილითაიაც წარმატებები იმედი მაქვს ორივე კარგი შედეგებით დასრულებენ სეზონს და სანაკრებო თამაშებსაც კარგ ფორმაში შეხვდებიან
Gio
02 მარტი 2021 01:40
0
პაპუნაშვილს ხო არ დაადგა საშველი(((
Mose
01 მარტი 2021 23:45
0
მეკარემაც დღეს გაიგიჟა თავი რამდენი სევი გააკეთა,თორე იგებდნენ ასპროცენტიანი
haaland
01 მარტი 2021 23:30
0
ადრეც მაქვს დაწერილი ანორთოსისის მეოხე ადგილი ქართველების ბრალი ნაკლებადაა. გოლები რომ გააქვს გუნდს ეს გიოს და ოქრის დამსახურებაა. თემურს მეტი ნორმალური შემტევი არ ყავს და ეს ამ შეხვედრამაც დაადასრურა.
haaland
01 მარტი 2021 23:24
2
ნაკრების 4 მოთამაშე კვიპროსში არიან მხოლოდ მეოთხე ადგილზე
დამაფიქრებელია
01 მარტი 2021 23:11
14
აბაა. მესამეზე მაინც იყვნენ ;)
ვვვ
01 მარტი 2021 23:37
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული