კიდევ ერთი მაგარი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება!

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "გენტის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე მალე ითამაშებს.

ნავარაუდევი იყო, რომ ჩაკვეტაძე თებერვლის შუა რიცხვებში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ დაახანა და ალბათ, ეს უკეთესიცაა, ვინაიდან ტრავმა ბოლომდე მოირჩინა. ის უკვე გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს და თასზე "ეუპენთან" გასვლითი მატჩისთვის ემზადება.

გიორგი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა მატჩის განაცხადში შეიყვანა, კლუბმა კი თამაშის აფიშა მისი სურათით გააფორმა.

"ეუპენისა" და "გენტის" შეხვედრა 3 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

იმედი ვიქონიოთ, რომ ჩაკვეტაძე ფორმაში ჩადგება და გადახალისებულ საქართველოს ნაკრებს უახლოეს სამ
მატჩში დაეხმარება.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემტევები გიორგი წიტაიშვილი (ვორსკლა) და გიორგი მიქაუტაძე (სერენი) საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ და ჩვენი ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის, ვილი სანიოლის განკარგულებაში იქნებიან.

მკითხველის კომენტარები / 24 /
ლინკი დადეთ თუ იცით ვინმემ
ivan
03 მარტი 2021 17:38
0
ეს ძალიან გასახარი ამბავია,ჯვარი გწერია ბიჭი
ბაჩი
03 მარტი 2021 12:57
0
მიდი ჩაკვე!!!
beqa
03 მარტი 2021 12:48
0
ლინკი დადევიტ მატჰს რო უყუროტ.
ბაჯო
03 მარტი 2021 12:36
1
bichi kovel kvira cert brundebao.acalet dabrundes jer
kombato
03 მარტი 2021 12:35
0
მიდი ჩაკვე!
საქართველო
03 მარტი 2021 12:13
0
გიო გული არ გაიტეხო ძმაო. გვიყვარხარ და უდიდეს პატივს გცემთ. ჯანმრთელადაც იქნები და ყველაფერსაც შეძლებ. უფალი გფარავდეს. გელოდებით. არ დაგვივიწყია შენი ღვაწლი. ყველაფერს მოახერხებ. ირწმუნე. წინ ძალიან დიდი მომავალი გაქვს და ღმერთის არ დაივიწყო.
giorgi
03 მარტი 2021 12:05
0
ტრავმას ნუ ეხუმრები. დააცადე 1-2 თვეც და ადამიანურად დაბრუნდი.
რაგბის ფანი
03 მარტი 2021 11:40
3
მთავარია დაბრუნდე ბოლომდე ჯორჯ და დანარჩენს რო შეძლებ დარწმუნებული ვარ
ლშა
03 მარტი 2021 10:49
0
ძალიან გვჭირდები. ერთ კვირაში 3 თამაში გაქვთ და რაც მეტი ცვლილების საშუალება ექნება მთავარ მწვრთნელს მით უკეთესი. ჯანმრთელობას და ბევრი ლამაზი გოლის გატანას გისურვებ!
მენტალური მომზადების ცენტრიZ
03 მარტი 2021 10:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული