კანკავა "ვალანსიენის" თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა "ვალანსიენის" გულშემატკივრებმა თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, - ამის შესახებ ფრანგული კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

კანკავა ლიგა 2-ის გუნდში 16 იანვარს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმეს და მის რიგებში ჩემპიონატის 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ვალანსიენი" 28 ტურის შემდეგ 36 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 11 ქულა აშორებს, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნამდვილი მეომარი. გრანდში რომ ეთამაშა ამის გუნდიდან გამომშვებელი ღამით ვერ დაიძინებდა
ჯაბა მაგარი ხარ
18:25 06-03-2021
0
ნამდვილი პროფესიონალია.სადაც კი მივიდა ყველგან ეგრევე წამყვანი ფეხბურტელი ხდება.
პაატა
14:46 06-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული