ავსტრიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ვოლფსბერგერმა" ვენაში 5:3 დაამარცხა "აუსტრია. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა და გოლიც გაიტანა. ეს ავსტრიაში მისი პირველი გოლია.
ლოჩოშვილის თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე სათადარიგო იყო. "ვოლფსბერგერი" 33 ქულით მე-5 ადგილზეა.
ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა "შტურმის" ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც "ადმირასთან" გასვლით მატჩში 78-ე წუთამდე ითამაშა. გრაცული გუნდი 39 ქულით მე-4 პოზიციაზეა.
კიტეიშვილი და გიორბელიძე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულები არიან, ლოჩოშვილი კი - არა.
წარმატებები ლოჩოშვილის იმედი მაქვს მომავალში კიდევ დამტკიცებს რომ ღირსია ნაკრებში გამოძახების.
სამწუხაროდ ამ სეზონშიც და წინა სეზონებში ლოჩოშვილის უწყინარ სიტუაციებში დაშვებეული შეცდომები მინახავს იგივე უადგილოდ მიღებული წითელი ბარათები და ახლა ისეთ ნაკრებებთან გვიწევს თამაში რომლებიც ერთ შეცდომასაც კი არ გვაპატიებენ ამიტომაც ჯობია გამოცდილი ცენტრალური მცველები გვყავდეს დღეს რაც არ უნდა იყოს კაშას და გრიგალავას გაცილებით დიდი გამოცდილება აქვთ როგორც საკლუბო ისევე სანაკრებო დონეზე ვიდრე ლოჩოშვილს როცა ამხანაგური თამაშები გვექნება მერე იქნება დრო როტაცისთვის და ექსპერიმეტებისთვის.