სლუცკი: ხვიჩას გიჟური დრიბლინგის რეალიზაციისათვის შეცდომის უფლება უნდა ჰქონდეს

AutoSharing Option
"რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ "კომენტ. შოუს" "იუთუბის" არხზე თავისი გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"მზადაა თუ არა ხვიჩა დიდი საქმეებისათვის? დიახ, ოღონდ გარკვეული პირობით. მე რომ ვინმემ მკითხოს, "სუბ-ტოპში" გადასვლას ვურჩევდი, რათა შუალედური ნაბიჯი გადადგას რუსეთის პრემიერლიგასა და ტოპებს შორის. საბედნიეროდ ასაკი და ოსტატობის დონე ამის გაკეთების საშულებას აძლევს.

მე მის ადგილზე "სევილიას", "ატალანტასა" და "ბაიერის" ტიპის გუნდში წავიდოდი. იმდენად რამდენადაც ფეხბურთი უსაზღვროდ უყვარს, თუ დიდ კლუბში საკმარის სათამაშო დროს არ მიიღებს, შეიძლება უბრალოდ შინაგანად გადაიწვას.

იმ გუნდში გადასვლა მართებს,
სადაც გარანტირებულად მიიღებს სათამაშო დროს. მე დარწმუნებული არ ვარ, რომ "მილანსა" ან "იუვენტუსში" პირველივე სეზონში ეს დრო გარანტირებული ექნება. ის კი ბევრ თამაშსაა მიჩვეული და ეს პრობლემა იქნება.

იმ გუნდში უნდა მოხვდეს, რომელიც დომინირებს, რომელიც შეცდომის დაშვების უფლებას მისცემს. მისთვის მნიშვნელოვანია შეცდომის უფლება ჰქონდეს, რათა თავისი გიჟური დრიბლინგის რეალიზაციის შესაძლებლობაც ხშირად მიეცეს".

მკითხველის კომენტარები / 18 /
ქართველი და რუსი ხალხების 8 საუკუნოვან მოყვრობას და 2 საუკუნოვან ძმობას ვერავითარი აშშ და ევროკავშირი ვერ შეარყევს. ხანდახან ღვიძლი ძმებიც წაიჩხუბებენ. დარწმუნებული ვარ მალე ჩაივლის ეს უსიამოვნო პერიოდი და აღდგება ძველი ძმობა და სიყვარული დაფუძნებული მართლმადიდებლურ რწმენაზე და ურთიერთ პატივისცემაზე! სამაჩაბლო და აფხაზეთიც მშვიდობიანად დაბრუნდებიან დედა საქართველოს სხეულში! დიდება ქრისტე ღმერთს და მის სამართალს!
aburjga
14:09 27-03-2021
10
ამ საიტზე Ჭეშმარიტად გაბედული განცხადებაა. აქ Ძირითადათ "რუბინის", სლუცკის და ა
შ. ფან-კლუბია. გვთავაზობენ სლუცკის, რუსეთის პრეზიდენტად, FIFA-ს პრეზიდენტად, საქართველოს ერ.ნაკრების მწვრ-ბას, მეფიაც აქტიურად უჭერთ მხარს და სლუცკის გამონათქვამები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში მკვიდრდება.
არტ-ს
10:39 27-03-2021
6

სიახლეები პოპულარული