"ხვიჩას მიმართ 3 იტალიური გიგანტი, "ნაპოლი", "იუვენტუსი" და "მილანი" ..." - "რუბინის" დირექტორი

AutoSharing Option
გუშინ 3 აპრილს ხვიჩამ "სოჭის" წინააღმდეგ შორიდან მანძილიდან დიდებული გოლი გაიტანა, ეს ყველაფერი კი რუსულ პრესას არ გამოჰპარვია.

"საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია გოლების გატანას რეგულარულად აკრძელებს და მის სატრანსფერო ღირებულებასაც საკმაოდ ზრდის. გასული კვირის განმავლობაში ხვიჩამ ეროვნული ნაკრების მაისურით 2 გოლი გაიტანა, შემდეგ რუსეთში ჩამოფრინდა და "სოჭს" დიდებული გოლი გაუტანა" - წერს რუსული პრესა.

კომენტარი ასევე გუნდის დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმაც გააკეთა:

"ევროპული მედიას თუ დავუჯერებთ, ხვიჩას მიმართ 3 იტალიური გიგანტი, "ნაპოლი", "იუვენტუსი" და "მილანი" ინტერესდება. ჯერ-ჯერობით არავინ მოსულა,
თუმცა თუ მოვლენ მოვილაპარაკებთ. ჩემი მიზანი მისი შენარჩუნებაა, თუმცა თუ გრანდებს ის მოუნდებათ, მე მისი შენარჩუნების უფლება არ მაქვს. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად მინდა, რომ ის გუნდში დარჩეს, თუ ევროპის წამყვანი გუნდები ქართველის წაყვანას მოინდომებენ, ხვიჩა ჩვენ დაგვტოვებს.

წყარო: kazan kp

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული