"აზერბაიჯანელებს კვარაცხელიას გამო ქართველების შურთ?!" - ლუკა იმნაძე azerisport.com-ს ესაუბრა

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "საბალის" 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ლუკა იმნაძემ azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა.

ჩვენ ინტერვიუდან იმ ეპიზოდებს გთავაზობთ, სადაც ის ქართულ ფეხბურთსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:

-როდესაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადმოხვედით, აღნიშნეთ, რომ ჩვენი ჩემპიონატი საქართველოსას სჯობია... კვლავ იმავე აზრზე ხართ?

- დიახ, იმავე აზრზე, რადგან თქვენი ლიგა აშკარად უფრო ძლიერია.

- საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს... თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- ვფიქრობ, მიზეზი ისაა, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და საკმაო გამოცდილებას იღებს.

საქართველოს
ნაკრების უფრო კარგი თამაშიც აზერბაიჯანთან შედარებით სწორედ ამითაა გამოწვეული.

- შენიშნეთ თუ არა, რომ აზერბაიჯანელებს ქართველების შურთ, რადგან მათ ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ?

- მსგავი არაფერი შემინიშნავს. პირიქით, ხვიჩას მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი.

- ჰყავს თუ არა დღეს აზერბაიჯანს ხვიჩას დონის ფეხბურთელი?

- ამ მომენტისთვის მსგავი რამის თქმა გამიჭირდება, რადგან ხვიჩა შეუდარებელ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა აზერბაიჯანს ჰყავს ტალანტები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ითამაშონ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ ჯურნალისტის მორიგი უაზრო და არაფრისმთქმელი სტატია :(((
ოთო
06 აპრილი 2021 10:31
0
რა სისულელერბს წერთ! მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ?!
დავი ბრეგაძე
06 აპრილი 2021 07:46
1
მოიცადე, და აქამდე სხვა არავის გამო არ უნდა "შეშურებოდათ"? არველაძე რო არველაძეა ეგეთიც არავინ ყოლიათ
?
05 აპრილი 2021 20:36
2
გაიგე, თურმე არველაძე ყოფილა ყველაზე მაგარი ფეხბურთელი.აი იმენა , მარა აზერებს რო ყოლოდათ?? - აი ვაბშე, აი გეუბნევი რაა! აუ იქ იქნებოდა ყველაზე მაგარი ფეხბურთელი. იმენა გეუბნევი
Geubnevi Ra.
06 აპრილი 2021 11:03
2
არველაძე, რომ არველაძეა რას ნიშნავ? აზერებს გავეშვათ და ჩვენ ვინ გვყოლია დამოუკიდებლობის მერე არველაძეზე უკეთესი? ასე სხვათაშორის, რომ იხსენიებ.დდდ ნუ შოთას ვგულისხმობ, შენ თუ რეზის ან მის ბიჭ ვატოს გულისხმობ მაშინ გასაგებია.დდდ
rrrrrr
05 აპრილი 2021 22:48
2
ყველა გამოხმაურება
სტატიის სათაური სკანდალის აღმოჩენის მცდელობაა.
მახო
05 აპრილი 2021 18:40
0
არ იქნებოდა ურიგო ჩემპიონატების გაერთიანება.უბრალოდ სწორი რეგლამენტი უნდა შემუშავდეს..მაგალითად გუნდების გავარდნის და დაწინაურების წესები.
საუკეთესო შემთხვევაში კარგი იქნება..
მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს რო კავკასიაზე კბილებალესილმა გარე ძალებმა ეს ჩემპიონატი ხალხების ერთმანეთზე წასაკიდებლად და ახალი ომების გასაჩაღებლად გამოიყენონ..
(გვახსოვს გაბალას თამაშზე-რუსთავამდე აზერბაიჯანიაო პლაკატები)
Levani
05 აპრილი 2021 16:49
14
ძალიან მაგარი იქნებოდა
დათო
06 აპრილი 2021 12:43
0
ორი ქვეყნის გაერთიანებულ ჩემპიონატს მგონი უეფა თავისი დებულების თანახმად არ დაუშვებს. მაგრამ შესაძლებელია დაწესდეს ამიერკავკასიის (პირობითად) თასი, სადაც ქართული და აზერული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან. ან კიდევ სხვა ფორმის გათამაშება. მთავარია, ორგანიზაციულად მოხერხდეს.
მერაბი
06 აპრილი 2021 10:44
0
სად ნახე ბელგია-ჰოლანდიის გაერთიანებული ჩემპიონატი ?
akaki
05 აპრილი 2021 16:46
1
ახახანს მიიღეს გააწყვეტილება https://www.euronews.com/2021/03/16/football-clubs-in-belgium-vote-to-merge-with-dutch-league
რობი
05 აპრილი 2021 17:50
1
ეს პატარა ბიჭი ისე ეუბნება სიმართლეს,რომ შეურაცხყოფილები არ დარჩნენ.ნეტავი ქართველ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ, ამდენი ჭკუა და დიპლომატია.
სოსო
05 აპრილი 2021 16:03
1
ხომ არ აჯობებდა ჩვენ და აზერებს მომავალში სომხებსაც, ბელგია-ჰოლანდიასავით გავიერთიანებინა ჩემპიონატი? უფრო სინტერესო გახდებოდა
რობი
05 აპრილი 2021 15:58
26
ᲨესაᲫლებელია საქარᲗველო-აზერბაიჯანი-სომხეᲗი.
ქარᲗულ კლუბებს არააქვᲗ პრობლემა აზერბაიჯან-სომხეᲗᲨი სტუმრობისა.
არც მაგაᲗააქვᲗ ᲩვენᲗან Ჩამოსვლის პრობლემა და მაგაᲗ Შორის ᲗამაᲨები ᲨეიᲫლება საქარᲗველოᲨი გაიმარᲗოს და უსაფრᲗხოების მიზნიᲗ ᲨეეზᲦუდოᲗ გულᲨემატკუვრების დასწრება 5 აᲗას კაცამდე ანუ ჯამᲨი 10 აᲗასი ადამიანი.
კაი Ჩემპიონატი გამოვა და კონკურენციასაც გავუწევᲗ ევროპულ კლუბებს!
ბაᲗუმელი
05 აპრილი 2021 18:07
7
კი, სომხეთი-აზერბაიჯანი კაი საყურებელი იქნებოდა!...
მაგათ ფიფა და უეფაც კი აცალკევებს, ერთ ჯგუფში, რომ არ მოხვდნენ!...
buba
05 აპრილი 2021 16:50
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული