იტალიური პრესა საქართველოს ნაკრებისა და "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს კალჩოში აქტიურად განიხილავს.
წამყვანი გამოცემები ამტკიცებენ, რომ 20 წლის ქართველი კარიერას "მილანში" განაგრძობს და ამაში თავისი წვლილი კახა კალაძესაც ექნება შეტანილი.
არაოფიციალური ინფორმაციით, "მილანის" დირექტორ პაოლო მალდინისა და თბილისის მერს შორის საუბარი შედგა, სადაც მალდინიმ ფეხბურთელის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და კალაძემ ის მხოლოდ დადებითად დაახასიათა.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ჩვენს იტალიელ კოლეგებს მიაჩნიათ, რომ ფავორიტი ტრანსფერის განხორციელებაში "როსონერია" და არა "იუვენტუსი", რომელიც ხვიჩას მიმართ ინტერესს ასევე აქტიურად გამოხატავს.
მაგალითისთვის, gonfialarete.com წერს,
რომ ჩვენებურის აგენტი მამუკა ჯუღელი მალე იტალიაში ჩაფრინდება და ორივე გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა მისი ინტერესი კვარაცხელიას უფრო "მილანში" გადაყვანა იქნება.
წყარო ასევე ამტკიცებს, რომ რადარზე გამოჩნდა "ნაპოლის" ვარიანტიც. იწერება, რომ ჯენარო გატუზოს ხვიჩა ძალიან მოეწონა და გეგმავს, რომ მისმა გუნდმა ამ ტრანსფერზე იმუშაოს.
როგორც იცით, კვარაცხელიას მიმართ ინტერესს "დორტმუნდი", "სევილია" და "ბაიერნიც" გამოთქვამენ, მაგრამ ასევე იტალიური პრესის მტკიცებით, ქართველი მომავალ სეზონში სერია A-ში ითამაშებს.
onefootball.com დღეს ხვიჩასა და კულიშევსკის სურათით სტატიას აქვეყნებს და სათაურს უკეთებს:
"ხვიჩა კულიშევსკისთან "იუვეში" თუ კალაძის მიერ გაჭრილი ავტორიტეტი?".
მოკლედ, იტალიური პრესა ქართველის ტრანსფერს აქტიურად განიხილავს, ჩვენთან საუბარში კი კვარაცხელიას მამამ განაცხადა, რომ მისი შვილის მომავალი მაისში გადაწყდება.