აზერბაიჯანული "საბალის" 23 წლის ქართველმა ფორვარდმა ლუკა იმნაძემ azerisport.com-ს ინტერვიუ მისცა.
ჩვენ ინტერვიუდან იმ ეპიზოდებს გთავაზობთ, სადაც ის ქართულ ფეხბურთსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს:
-როდესაც აზერბაიჯანის ჩემპიონატში გადმოხვედით, აღნიშნეთ, რომ ჩვენი ჩემპიონატი საქართველოსას სჯობია... კვლავ იმავე აზრზე ხართ?
- დიახ, იმავე აზრზე, რადგან თქვენი ლიგა აშკარად უფრო ძლიერია.
- საქართველოს ნაკრები ბოლო პერიოდში ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს... თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?
- ვფიქრობ, მიზეზი ისაა, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრებიდან ბევრი ფეხბურთელი უცხოეთში თამაშობს და საკმაო გამოცდილებას იღებს.
საქართველოს
ნაკრების უფრო კარგი თამაშიც აზერბაიჯანთან შედარებით სწორედ ამითაა გამოწვეული.
- შენიშნეთ თუ არა, რომ აზერბაიჯანელებს ქართველების შურთ, რადგან მათ ხვიჩა კვარაცხელია ჰყავთ?
- მსგავი არაფერი შემინიშნავს. პირიქით, ხვიჩას მიმართ ყველა დადებითადაა განწყობილი.
- ჰყავს თუ არა დღეს აზერბაიჯანს ხვიჩას დონის ფეხბურთელი?
- ამ მომენტისთვის მსგავი რამის თქმა გამიჭირდება, რადგან ხვიჩა შეუდარებელ ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა აზერბაიჯანს ჰყავს ტალანტები, რომლებსაც შეუძლიათ მაღალ დონეზე ითამაშონ.
საუკეთესო შემთხვევაში კარგი იქნება..
მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს რო კავკასიაზე კბილებალესილმა გარე ძალებმა ეს ჩემპიონატი ხალხების ერთმანეთზე წასაკიდებლად და ახალი ომების გასაჩაღებლად გამოიყენონ..
(გვახსოვს გაბალას თამაშზე-რუსთავამდე აზერბაიჯანიაო პლაკატები)
ქარᲗულ კლუბებს არააქვᲗ პრობლემა აზერბაიჯან-სომხეᲗᲨი სტუმრობისა.
არც მაგაᲗააქვᲗ ᲩვენᲗან Ჩამოსვლის პრობლემა და მაგაᲗ Შორის ᲗამაᲨები ᲨეიᲫლება საქარᲗველოᲨი გაიმარᲗოს და უსაფრᲗხოების მიზნიᲗ ᲨეეზᲦუდოᲗ გულᲨემატკუვრების დასწრება 5 აᲗას კაცამდე ანუ ჯამᲨი 10 აᲗასი ადამიანი.
კაი Ჩემპიონატი გამოვა და კონკურენციასაც გავუწევᲗ ევროპულ კლუბებს!
მაგათ ფიფა და უეფაც კი აცალკევებს, ერთ ჯგუფში, რომ არ მოხვდნენ!...